კალისტო (თანამგზავრი)
ვიკიპედიიდან
კალისტო, პლანეტა იუპიტერის თანამგზავრი, პლანეტიდან დაშორების მიხედვით მე–4, ხილული ვარსკვლავიერი სიდიდე. პლანეტიდან საშუალო დაშორება 1882 ათასი კმ. გარემოქცევის სიდერული პერიოდი 16,68902 დღე–ღამე. დიამეტრი 4700 კმ. აღმოაჩინა გალილეო გალილეიმ 1610 წელს. სახელწოდება მომდინარეობს ნიმფა კალისტოს სახელიდან, რომელიც ძვ. ბერძნული მითოლოგიის მიხედვით, ზევსმა თანავარსკვლავედად აქცია.