კმარა (მოძრაობა)
ვიკიპედიიდან
კმარა — საზოგადოებრივი წინააღმდეგობის მოძრაობა საქართველოში დაწყებული ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის პერიოდში. საერთაშორისო დამკვირვებელთა მიერ 2003 წლის ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებში შევარდნაძის ადმინისტრაციის ქმედების დაგმობის შემდეგ კმარას მიერ დაწყებულმა საპროტესტო აქციებმა არსებული რეჟიმის შეცვლა განაპირობა.
2000 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეროვნულ უმაღლეს სასწავლებლებში კორუფციის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად სტუდენტთა მცირე ჯგუფმა მოძრაობა ჩამოაყალიბა. მოგვიანებით მსგავსი სტუდენტური თვითმმართველობა არჩეულ იქნა სხვა უნივერსიტეტებშიც ქვეყნის მასშტაბით. სტუდენტური ორგანიზაციების ეს ქსელი 2003 წლის დასაწყისში ახალგაზრდულ მოძრაობაში გადაიზარდა, რომელსაც "კმარა" ეწოდა. კმარას ორგანიზაციული სტრუქტურის ჩამოყალიბებაში დაეხმარა იმ პერიოდში გავლენიანი ადამიანის უფლებათა დაცვის ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია თავისუფლების ინსტიტუტი, რომელიც ასევე ახალგაზრდა აქტივისტების შექმნილი იყო.