კორუფცია
ვიკიპედიიდან
კორუფცია (ლათ. corrumpere = ვაფუჭებ) ვრცელი გაგებით სახელმწიფო ძალაუფლების არადანიშნულებისამებრ გამოყენებაა არალეგიტიმური, როგორც წესი საიდუმლო, პირადი კეთილდღეობისთვის.
მმართველობის ყველა ფორმა შეიძლება გახდეს კორუფციის წყარო. ყველაზე გავრცელებული ფორმებია პატრონაჟი, მოქრთამვა, გამოძალვა, ძალაუფლების გამოყენება, გაფლანგვა და ნეპოტიზმი. როგორც წესი სახელმწიფო მოხელეთა კორუფცია ორგანიზებული კრიმინალური ქმედებების, როგორიცაა ნარკობიზნესი, ფულის გათეთრება, პროსტიტუცია და სხვათა, ხელშეწყობის მიზნით ხდება, თუმცა ის ამით არ შემოიფარგლება. შესაძლებელია კორუფცია სხვა სახის კრიმინალური ქმედების დაფარვის მიზნით არ ხდებოდეს.
თუ რა შეიძლება ჩაითვალოს კორუფციად შეიძლება განსხვავდებოდეს ქვეყნის და იურისდიქციის მიხედვით. გარკვეული სახის პოლიტიკური დაფინანსების პრაქტიკა, რომელიც ლეგალურია ერთ ქვეყანაში, შესაძლებელია არალეგალური იყო მეორეში. რიგ ქვეყნებში პოლიციასა და სამართალდამცავ ორგანოებს ფართო ძალაუფლება აქვთ იმაზე თუ ვის ჩათვლიან დაპატიმრების და სასჯელის მისჯის კანდიდატად და ზღვარი სამართლიანობასა და კორუფციას შორის შეიძლება საკმაოდ ძნელი გასავლები იყოს. ქვეყნებში სადაც ინტერესთა ჯგუფების პოლიტიკა და ლობირების პრაქტიკა მიღებულია ის რაც სხვაგან კორუფციად ჩაითვლებოდა ამ შემთხვევაში შესაძლებელია ოფიციალური ჯგუფის ლეგიტიმურ უფლებად იქნეს მიჩნეული.
ეს არის სტატიის ესკიზი. თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ვიკიპედიას და შეავსოთ იგი. |