კონტინენტი
ვიკიპედიიდან
კონტინენტი, იგივე მატერიკი, არის ხმელეთის დიდი ერთეული, რომელიც გარშემორტყმულია წყლის დიდი მასივებით (ზღვები, ოკეანეები). სახელი მომდინარეობს ტერმინისაგან "Terre Continente", რაც “უწყვეტ მიწას” ნიშნავს, ანუ ეს არის ხმელეთის მასივი, რომლის ყველა კუთხეში შესაძლებელია მისვლა ისე, რომ ზღვები და ოკეანეები არ გადალახო. ამასთან, არ არსებობს ოფიციალური შეთანხმება იმის თაობაზე, თუ რა სიდიდის უნდა იყოს კუნძული, რომ ის განხილულ იქნეს კონტინენტად. საზოგადოდ, მიღებულია, რომ გრენლანდია (2.175.600 კმ2) ითვლება ყველაზე დიდ კუნძულად, ხოლო ავსტრალია (7.686.589 კმ2) - ყველაზე მცირე კონტინენტად.
სექციების სია |
[რედაქტირება] კონტინენტების რიცხვი
სხვადასხვა ქვეყანაში კონტინენტების რიცხვს სხვადასხვაგვარად მიიჩნევენ, ასე მაგალითად:
- 7 ერთეული: ევროპა, აზია, აფრიკა, ჩრდილოეთი ამერიკა, სამხრეთი ამერიკა, ანტარქტიდა, ავსტრალია. ეს მოდელი მიღებულია აშშ-ში, კანადასა და ავსტრალიაში.
- 6 ერთეული: ევროპა, აზია, აფრიკა, ამერიკა, ანტარქტიდა, ავსტრალია. ეს მოდელი პოპულარულია ევროპაში, ლათინურ ამერიკაში, აღმოსავლეთ აზიაში. ამის გამოხატულებაა ოლიმპიური მოძრაობის ემბლემა 5 რგოლის სახით (ბუნებრივია, ანტარქტიდის გამოკლებით).
- 5 ერთეული: ევრაზია, აფრიკა, ამერიკა, ანტარქტიდა, ავსტრალია.
- 4 ერთეული: ევრაფრაზია, ამერიკა, ანტარქტიდა, ავსტრალია. ეს მოდელი ყველაზე მეტად შეესაბამება ტერმინის ”კონტინენტი” განსაზღვრებას, ვინაიდან ევრაზია და აფრიკა ერთმანეთისაგან გამოყოფილია სუეცის არხით, რომელიც ხელოვნურადაა შექმნილი და ამავე დროს არც ზღვას წარმოადგენს და არც ოკეანეს. ანალოგიურად ჩრდილოეთი და სამხრეთი ამერიკა გაყოფილია პანამის არხით.
[რედაქტირება] გეოლოგიური მოდელი
გეოლოგიურად დედამიწის ზედაპირი რამდენიმე ტექტონიკური პლატფორმისაგან შედგება. თანამედროვე გეოლოგიურ ეპოქაში არსებობს 6 ასეთი კონტინენტური პლატფორმა, რომლებიც გვაძლევს გეოლოგიურად აღიარებულ 6 კონტინენტს, რომელიც არ ემთხვევა ზემოთ განხილულ არც ერთ მოდელს. ეს დაყოფა ასეთია:
[რედაქტირება] კონტინენტების შედარებითი ცხრილი
კონტინენტი | ფართობი (მლნ კმ2) | % ჯამში | |
1 | ევრაზია | 53,4 | 38.0 |
2 | აფრიკა | 29,2 | 20.2 |
3 | ჩრდილოეთი ამერიკა | 20,4 | 14.1 |
4 | სამხრეთი ამერიკა | 18,3 | 12.7 |
5 | ანტარქტიდა | 13,9 | 9.6 |
6 | ავსტრალია | 7,6 | 5.3 |