ლეღვი
ვიკიპედიიდან
ლათინური დასახელება: Ficus carica.
[რედაქტირება] აღწერილობა
15-20 მ-მდე სიმაღლის მრავალწლიანი ხეა, ცოცხლობს 150-200 წელს, ფოთლები 3-5 ფრთიანია 15-25 სმ-მდე სიგრძის, ჩვეულებრივ ზემოდან მუქი-მწვანე ხაოიანია, ქვემოდან გლუვია. ლეღვის ახალი ნაყოფები მდიდარია ასკორბინის მჟავით, B1 და B2 ვიტამინებით, კაროტინებით, მინერალური ნივთიერებებით (კალიუმი, კალციუმი, მაგნიუმი, ფოსფორი, რკინა). შეიცავს აგრეთვე პექტინოვან ნივთიერებებს, უჯრედანას, 1%-მდე თავისუფალ მჟავებს, გამშრალი ნაყოფები გამოირჩევიან მაღალი კალორიულობით და შეიცავენ 70%-მდე შაქრებს.