ლუქსორის ობელისკი
ვიკიპედიიდან
ობელისკი, პარიზის ღირსშესანიშნაობა. აღმართულია კონკორდის მოედანზე.
ლუქსორის ეგვიპტური ობელისკი ძველი წელთაღრიცხვის XIII საუკუნით თარიღდება. იგი საფრანგეთში ჩამოტანილ იქნა 1839 წელს. მეფე ლუი-ფილიპეს განკარგულებით იგი დაიდგა მოედნის ცენტრში იმ პერიოდში, როცა ამ ადგილის მოწყობა მიმდინარეობდა. ობელისკი სიმაღლით 22,86 მეტრია, მონოლითური, ვარდისფერი სიენიტის ნაგებობა, იწონის 227 ტონას. იგი აღმართულია 9 მეტრიან კვარცხლბეკზე და ზემოთ მთავრდება მოოქროვილი 3,5 მეტრიანი პირამიდონით. ობელისკზე ამოტვიფრულია იეროგლიფები ფარაონ რამზეს II-ს სადიდებლად.
1998 წელს პიერ ბერჟესა და ივ სენ-ლორანის მეცენატობით განხოციელდა პირამიდიონის რესტავრაცია. ობელისკს აქვს მზის საათის დანიშნულებაც.