მანე, ედუარ
ვიკიპედიიდან
ედუარ მანე (ფრანგ. Édouard Manet); (* 23 იანვარი, 1832, პარიზი – 30 აპრილი, 1883, იქვე), ფრანგი მხატვარი-უნივერსალისტი. მისი ადრეული ნამუშევრები ”წახემსება მინდორზე” და ”ოლიმპია” დიდი კამათის საგანი შეიქმნა, რამაც დასაბამი მისცა იმპრესიონიზმის მიმდინარეობას. ის იყო XIX საუკუნის ერთ-ერთი პირველი ხელოვანი, რომელმაც თანამედროვე ცხოვრების ობიექტების ასახვა დაიწყო; მისი ნამუშევრები საყოველთაოდ განიხილება, როგორც დამაკავშირებელი რეალიზმსა და იმპრესიონიზმს შორის.