რეალიზმი
ვიკიპედიიდან
რეალიზმი ხელოვნებასა და ლიტერატურაში გამოიხატება საგანთა და მოვლენათა აღწერაში მათი პირდაპირი მნიშვნელობით, შეულამაზებლად ან ინტერპრეტაციის გარეშე. რეალიზმი ასევე შუა მე-19 საუკუნის კულტურული მიმდინარეობა იყო, რომელსაც დასაბამი საფრანგეთში დაედო.
[რედაქტირება] კულტურული მიმდინარეობა
რეალიზმი ხელოვნებაში პირველად ქალაქ ლოთალში (ამჟამად ინდოეთის ტერიტორიაზე) გაჩნდა, დაახ. ძვ.წ. 2400 წლებისთვის. ვიზუალურ ხელოვნებასა და ლიტერატურაში რეალიზმი უფრო ყოვლისმომცველი კულტურული მიმდინარეობა გახდა საფრანგეთში, როგორც რეაქცია მე-19 საუკუნის შუა წლების რომანტიციზმის იდეალიზმზე, რომელიც ვითარდებოდა სოციალური და პოლიტიკური რეფორმებისა და დემოკრატიზაციის მოთხოვნათა კულტურული კლიმატის ფონზე. ის გაბატონებული ხელოვნების ფორმა საფრანგეთში, ინგლისსა და აშშ-ში დაახ. 1840-80 წლებში გახდა.
[რედაქტირება] მხატვრობა
რეალისტები ცდილობდნენ ყოველდღიურ ხასიათთა, სიტუაციების, დილემებისა და მოვლენების აღწერას "აკურატული" (ან რეალისტური) მანერით. ის ეწინააღმდეგებოდა რომანტიციზმს, რომელიც საგნებსა თუ მოვლენებს იდეალისტურად უდგებოდა. რეალისტები უკუაგდებდნენ თეატრალურ დრამასა და ხელოვნების კლასიკურ ფორმებს, რათა გამოეხატათ უფრო საყოველთაო ან "რეალისტური" თემები. ამასთან რეალისტები ეყრდნობოდნენ მეცნიერულ ფაქტებს და ბუნებასა და ცხოვრებას მათ ირგვლივ. ამ პერიოდში მოღვაწე ფრანგი პეიზაჟისტების ჯგუფი, რომელთა შთაგონების საგანი ბუნებისგან შექმნილი ხელოვნება იყო ბარბიზონის სკოლად იწოდებოდა. ასევე აღსანიშნავია, პრე-რაფაელიტთა საძმო, რომლებიც განადიდებდნენ რაფაელამდე არსებულ ხელოვნებას (რაფაელის პერიოდში ხელოვნება საკმაოდ გაიდეალიზებული იყო).
მნიშვნელოვან რეალისტთა შორის არიან:
- ბრიულოვი, კარლ
- კორო, კამილ
- რეპინი, ილია
- კურბე, გუსტავ
- დომიე, ონორე
- დეგა, ედგარ (მოგვიანებით იმპრესიონისტი)
- მანე, ედუარ
- მილე, ჟან-ფრანსუა
- გიერიმსკი, ალექსანდრ
- გე, ნიკოლაი
[რედაქტირება] კინემატოგრაფია
იტალიური ნეორეალიზმი იყო კინემატოგრაფიული მიმდინარეობა რეალიზმის ელემენტებით, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდგომ იტალიაში განვითარდა. ცნობილ ნეორეალისტთა შორის იყვნენ ვიტორიო დე სიკა, ლუკინო ვისკონტი, და რობერტო როსელინი.