მეგზია
ვიკიპედიიდან
მეგზია (Calcarius), ფრინველთა გვარი ბეღურასნაირთა რიგისა. მათი სხეულის სიგრძე 14-16 სმ აღწევს. გავრცელებულია ცირკუმპოლარულად - ტუნდრის ზონაში. ცნობილია 4 სახეობა. ყოფილ სსრკ-ის ტერიტორიაზე გვხვდება - ლაპლანდიური მეგზია (Calcarius lapponicus).ბუდობენ მიწაზე. დედალი 4-6 კვერცხს დებს და 2 კვირას კრუხობს; იკვებება მწერებითა და მცენარეთა თესლებით. მეგზიის დანარჩენი 3 სახეობიდან 2 ბინადრობს კანადისა და აშშ-ის პრერიებში და მშრალ ზეგნებზე, ხოლო 1 - ტუნდრაში.