მეისონი, ნიკ
ვიკიპედიიდან
ნიკ მეისონი | ||
---|---|---|
ნიკ მეისონი
|
||
ბიო | ||
ნამდვილი სახელი | ნიკოლას ბერკლი მეისონი | |
დაიბადა | ბირმინგემი, ინგლისი | |
ჟანრი/ები | პროგრესივ როკი ფსიქოდელიური როკი სპეის როკი არტ როკი ბლუზ როკი |
|
საქმიანობა/ები | ინსტრუმენტალისტი | |
ინსტრუმენტი/ები | დასარტყამები | |
აქტივობის წლები | 1964 - დღემდე | |
ლეიბლი/ები | Capitol Columbia Sony EMI Harvest |
ნიკოლას (ნიკი) ბერკლი მეისონი (ინგლ. Nicholas Berkeley "Nick" Mason; დ. 27 იანვარი, 1944, ბირმინგემში, ინგლისში) – ინგლისელი მუსიკოსი, როკ-ჯგუფ "პინკ ფლოიდში" უკრავს დასარტყამებსა და პერკუსიაზე. ნიკი ჯგუფის ერთადერთი წევრია, რომელმაც დაუკრა ყველა ალბომზე და ყველა კონცერტზე.
იგი ასევე ავტორბოლის დიდი მოყვარულია და ხშირად მონაწილეობს ამ სპორტის სახეობის სხვადასხვა შეჯიბრში.
[რედაქტირება] შემოქმედება
[რედაქტირება] პინკ ფლოიდი
მეისონმა დაუკრა ჯგუფის ყველა სტუდიურ ალბომზე, 1967 წლიდან მოყოლებული, მიუხედავად იმისა, რომ ცნობილია, რომ ალბომში "A Momentary Lapse of Reason" მისი წვლილი მინიმალურია.
მას მთლიანად ეკუთვნის კომპოზიციები "The Grand Vizier's Garden Party Parts 1-3" ("Ummagumma"-დან) და "Speak to Me" (ალბომიდან "The Dark Side of the Moon").
მას ასევე აქვს გამოშვებული ორი საკუთარი ალბომი, რამდენიმე წიგნი ავტომანქანებზე და მისივე დაწერილი "პინკ ფლოიდის" ოფიციალური ბიოგრაფია "Inside out", რომელიც აგრეთვე აუდიო-წიგნის სახით არის ჩაწერილი.