New Immissions/Updates:
boundless - educate - edutalab - empatico - es-ebooks - es16 - fr16 - fsfiles - hesperian - solidaria - wikipediaforschools
- wikipediaforschoolses - wikipediaforschoolsfr - wikipediaforschoolspt - worldmap -

See also: Liber Liber - Libro Parlato - Liber Musica  - Manuzio -  Liber Liber ISO Files - Alphabetical Order - Multivolume ZIP Complete Archive - PDF Files - OGG Music Files -

PROJECT GUTENBERG HTML: Volume I - Volume II - Volume III - Volume IV - Volume V - Volume VI - Volume VII - Volume VIII - Volume IX

Ascolta ""Volevo solo fare un audiolibro"" su Spreaker.
CLASSICISTRANIERI HOME PAGE - YOUTUBE CHANNEL
Privacy Policy Cookie Policy Terms and Conditions
პინკ ფლოიდი - ვიკიპედია

პინკ ფლოიდი

ვიკიპედიიდან

პინკ ფლოიდი

მარცხნიდან: რიჩარდ რაიტი, დევიდ გილმორი, როჯერ უოტერსი და ნიკ მეისონი
წარმოშობა კემბრიჯი, დიდი ბრიტანეთი
აქტიურობის წლები 1965 - დღემდე (გაუთავებელი დაშლებით)
ჟანრ(ებ)ი პროგრესიული როკი
არტ როკი
სპეის როკი
ფსიქოდელიური როკი
წევრები დევიდ გილმორი
ნიკ მეისონი
რიჩარდ რაიტი
სიდ ბარეტი (ყოფ.)
როჯერ უოტერსი (ყოფ.)
ბობ კლოზი (ყოფ.)
ვებგვერდი www.pinkfloyd.co.uk

პინკ ფლოიდი (ინგ. Pink Floyd) ჩამოყალიბდა 1965 წელს (კემბრიჯში, ინგლისი) სამი სტუდენტი ინჟინერის – როჯერ უოტერსის, რიჩარდ რაიტის და ნიკ მეისონის მიერ.

ცალსახა აზრი პინკ ფლოიდის მუსიკის სტილის შესახებ არ არსებობს, თუმცა ზოგადად მისი შემოქმედება დაიწყო ფსიქოდელიური ანდერგრაუნდით, გადაიზარდა არტ–როკში და კოსმოსურ ფსიქოდელიაში. პინკ ფლოიდი ბრიტანული როკ-ჯგუფია, რომელიც გამოირჩევა ფილოსოფიური ლირიკით, მუსიკალური ექსპერიმენტებით, ალბომების ყდებით და გამაოგნებელი ფერადი შოუ-კონცერტებით. მათ დიდი წარმატება ხვდა წილად 1960-იან წლებში, ჯგუფის პირველ ლიდერთან – სიდ ბარეტთან (როჯერ კიტ ბარეტი) ერთად. თუმცა ბარეტმა მხოლოდ ორ სტუდიურ ალბომში მიიღო მონაწილეობა, რადგან მისი ფსიქიური შეშლილობის (რომელიც ნარკოტიკული საშულების – "ლსდ"-ს (LSD) ინტენსიური მიღების შედეგი გახდა) გამო 1968 წელს ჯგუფმა ოფიციალურად გამოაცხადა სიდის წასვლის შესახებ. ამავე პერიოდში ჯგუფში მოვიდა დევიდ გილმორი. შემდგომში ჯგუფმა ჩაწერა წარმატებული კონცეფტუალური ალბომები, განსაკუთრებით დიდ წარმატებას მიაღწია 1973 წლის ალბომით მთვარის ბნელი მხარე (The Dark Side Of The Moon) და 1979 წლის ალბომით კედელი (The Wall). 1985 წელს მისი მეორე ლიდერი, როჯერ უოტერსი, ოფიციალურად წავიდა ჯგუფიდან, მაგრამ დანარჩენმა წევრებმა გადაწყვიტეს, გაეგრძელებინათ პინკ ფლოიდის სახელით გამოსვლა და ჩაწერა. 2005 წლის 2 ივლისს ჯგუფი გამოვიდა ლონდონის ჰაიდ-პარკში, ისევ როჯერ უოტერსთან ერთად, რითაც ბოლო მოუღო 24 წლიან კამათს ყოფილ კოლეგასთან. გარდა ამისა ჯგუფის წევრებმა ცალ–ცალკე ჩაწერეს არაერთი საინტერესო სოლო ალბომი და დღესაც განაგრძობენ მოღვაწეობას.

სექციების სია

[რედაქტირება] ჯგუფის ისტორია

[რედაქტირება] სიდ ბარეტის ლიდერობით: 1965–1968

პინკ ფლოიდი წარმოიშვა უფრო ადრე არსებული ჯგუფიდან, რომელიც ჩამოყალიბდა 1965 წელს - ამ კოლექტივს სხვადასხვა დროს ერქვა Sigma 6, The Megga Deaths, The Screaming Abdabs, და The Abdabs.ამ ჯგუფის დაშლის შემდეგ, რამდენიმე მუსიკოსმა - გიტარისტებმა რადო "ბობ" კლოუზმა და როჯერ უოტერსმა, დრამერმა ნიკ მეისონმა და რიჩარდ რაიტმა - ჩამოაყალიბეს ახალი კოლექტივი სახელად 'Tea Set'.კრის დენისის (რომელიც ასევე იყო ჯგუფის წევრი) წასვლის შემდეგ, ჯგუფში მოვიდა სიდ ბარეტი და უოტერსმა გადაინაცვლა ბას გიტარაზე.

მოულოდნელად აღმოჩნდა, რომ ორ ჯგუფს ერთდროულად ეწოდება 'Tea Set', ამიტომაც ბარეტმა დაიწყო ორიგინალური სახელის ძებნა, რის შედეგადაც მან მიაგნო The Pink Floyd Sound-ს. ეს იყო მისი ორი საყვარელი ბლუზ მუსიკოსის, პინკ ანდერსონისა და ფლოიდ კაუნსილის სახელებიდან შექმნილი ფრაზა.მიუხედავად ახალი სახელწოდებისა, ისინი კვლავ გამოდიოდნენ ძველი სახელითაც.მეორე სახელწოდებას ჰქონდა უპირატესობა, ამიტომაც დაიტოვეს სწორედ ეს ვარიანტი.მოგვიანებით სიტყვა Sound ამოაგდეს, მაგრამ არტიკლი The მაინც გამოიყენებოდა რამდენიმე წლის განმავლობაში.1984 წლამდე დევიდ გილმორიც ხშირად ასახელებდა ჯგუფს, როგორც The Pink Floyd Sound, მიუხედავად იმისა, რომ მათ აღარ გამოუშვიათ ალბომები ამ სახელით. ჯგუფის ადრინდელი საკონცერტო რეპერტუარის ელემენტებს შეადგენდა ნასესხები სიმღერები, როგორიც იყო "Louie, Louie", მაგრამ იმ დროისათვის, როდესაც პინკ ფლოიდი საბოლოოდ ჩამოყალიბდა, როგორც სტაბილური კოლექტივი, მათ ამ სიმღერებს განსაკუთრებული სახე მიანიჭეს, აქციეს რა ისინი ფსიქოდელიური იმპროვიზაციებისა და 'კოსმიური' სოლოების მაგალითად.

კლოუზმა, რომელიც უფრო მეტად იყო ჯაზზე ორიენტირებული, დატოვა ჯგუფი და გაჰყვა ფოტოგრაფის კარიერას. ამ გადაწყვეტილების ერთ-ერთ შესაძლო მიზეზად ასახელებენ ბარეტს, რომელიც ვერ შეეწყო ბობს. ამგვარად, ბობის წასვლის შემდეგ, ჯგუფში დარჩნენ ბარეტი (გიტარა, ვოკალი), უოტერსი (ბას გიტარა, დამატებითი ვოკალი), მეისონი (დასარტყამები, პერკუსია) და რაიტი (კლავიშები, დამატებითი ვოკალი). მალე ბარეტმა საკუთარი სიმღერები დაწერა, ამერიკული და ბრიტანული ფსიქოდელიური როკის გავლენით, რასაც საკუთარ სპეციფიურ იუმორსაც ამატებდა.პინკ ფლოიდი იქცა ანდერგრაუნდული მოძრაობის ერთ-ერთ ფავორიტად და უკრავდა ისეთ ცნობილ ადგილებში, როგორიც იყო კლუბი UFO, კლუბი "მარკი" და რაუნდჰაუსი.

პინკ ფლოიდი 1967 წელს
პინკ ფლოიდი 1967 წელს

1966 წლის ბოლოს ჯგუფი მიიწვიეს პიტერ უაიტჰედის ფილმისათვის Tonite Let's All Make Love in London რამდენიმე მუსიკალური თემის ჩასაწერად.საბოლოოდ, ისინი გადაიღეს ორი ნომრის, "Interstellar Overdrive" და "Nick's Boogie" იმპროვიზებული შესრულებისას (1967 წლის იანვარში).მიუხედავად იმისა, რომ სრული ვერსია არ შესულა ფილმში, მოგვიანებით იგი გამოიცა ცალკე ფილმის სახით, რომელსაც London 1966/1967 ეწოდება. პოპულარობის ზრდასთან ერთად, ჯგუფმა 1966 წლის ოქტომბერში ჩამოაყალიბა კომპანია Blackhill Enterprises, რომელიც იყო პარტნიორული გაერთიანება მათსა და მათ მენეჯერების, პიტერ ჯენერსა და ენდრიუ კინგს შორის.ამ პერიოდში ასევე გამოიცა პირველი სინგლები "Arnold Layne" (1967 წლის მარტი) და "See Emily Play" (1967 წლის ივნისი)."Arnold Layne"-მა 20-ე ადგილი დაიკავა ბრიტანული სინგლების სიაში, ხოლო "See Emily Play"-მ 6-ე ადგილს მიაღწია.ამან ჯგუფს მისცა პოპულარულ გადაცემაში Top of the Pops გამოსვლის საშუალება.უფრო ადრე, ისინი გამოჩნდნენ მოკლემეტრაჟიან დოკუმენტურ ფილმში "It's So Far Out It's Straight Down", რომელიც გადაღებული იყო კლუბში UFO.ეს უკანასკნელი ნაჩვენები იყო 1967 წლის მარტში მხოლოდ ბრიტანეთის ტელეარხების მეშვეობით. 1967 წლის აგვისტოში გამოცემული სადებიუტო ალბომი The Piper at the Gates of Dawn დღეს ითვლება ბრიტანული ფსიქოდელიური მუსიკის მთავარ მაგალითად.იგი დადებითად მიიღეს იმ დროის კრიტიკოსებმა, დღეს კი მას თვლიან ერთ-ერთ საუკეთესო სადებიუტო ალბომად.ალბომის სიმღერებში, რომლებიც უშუალოდ ბარეტის დაწერილია, კარგად ჩანს მისი პოეტური ნიჭი და მუსიკის ეკლექტიკური ნაზავი, ავანგარდული იმპროვიზაციიდან "Interstellar Overdrive" უცნაურ "The Scarecrow"-მდე, რომლის შთაგონებაც იყო კემბრიჯის გარეუბანი.სურეალისტური და ფოლკლორით შთაგონებული ლირიკის (რომლის მაგალითიც არის "The Gnome") ფონზე, ჯგუფმა გამოიყენა სტუდიური შესაძლებლობების მაქსიმუმი, მოსინჯა რა ელექტრონული ტექნოლოგიის ახალი შესაძლებლობები, როგორიც იყო სტერეო-არხები, ფირის დაჭრა, ექოს ეფექტი და ელექტრონული კლავიშები.ალბომი იქცა ჰიტად ბრიტანეთში, სადაც მან 6-ე ადგილი დაიკავა, მაგრამ მას ნაკლები ყურადღება მიაქციეს ჩრდილოეთ ამერიკაში, სადაც იგი მხოლოდ 131-ე ადგილას მოთავსდა ჩარტებში - და ეს მხოლოდ მაშინ, როდესაც 1970-იან წლებში, ჯგუფის უსაზღვრო პოპულარობის ტალღაზე, მოგების მიზნით, ამერიკულმა კომპანიამ იგი ხელახლა გამოსცა შტატებში.

1967 წელს ჯგუფი შეუერთდა ჯიმი ჰენდრიქსის ჯგუფს და მათ გამართეს ერთობლივი ტური, რამაც პინკ ფლოიდის პოპულარობას ასევე შეუწყო ხელი.

[რედაქტირება] ბარეტის დაცემა

პოპულარობასთან ერთად, ცხოვრებისეულმა სტრესმა და ჰალუცინოგენების მიღებამ ბარეტზე დიდი გავლენა იქონია.მისი ფსიქიკური მდგომარეობა უარესდებოდა რამდენიმე თვის განმავლობაში.მისი უცნაური ქცევის მიზეზად ხშირად ასახელებდნენ მის ინტერესებს ჰალუცინოგენების მიმართ.1968 წლის იანვარში, დევიდ გილმორი მიიწვიეს ჯგუფში, რათა იგი დახმარებოდა ბარეტს სიმღერისას და დაკვრისას.მან ასევე ასწავლა სიდს დაკვრის რამდენიმე მეთოდი.სინამდვილეში, ისინი უკვე იყვნენ დიდი ხნის მეგობრები. ბარეტის ქცევა სულ უფრო და უფრო უცნაური ხდებოდა და ნარკოტიკის LSD გამოყენების გამო მისი ჯანმრთელობა არასტაბილურად იქცა.იგი ხშირად შეშდებოდა სცენაზე და ერთ წერტილში იხედებოდა და მხოლოდ ერთ ნოტს უკრავდა, იმ დროს, როდესაც ჯგუფის დანარჩენი წევრები დამოუკიდებლად მუშაობდნენ.თავდაპირველად ჯგუფს სურდა, რომ ბარეტი დამჯდარიყო სტუდიაში და ეწერა სიმღერები, დევიდ გილმორი კი გამოვიდოდა მათთან კონცერტებზე, მაგრამ ისეთი უცნაური სიმღერები, როგორიც იყო "Have You Got It Yet?" (მის ჩაწერისას სიდი უკმაყოფილო იყო ყოველი დუბლით და გამუდმებით ცვლიდა ტონალობასა და აკორდებს), იყო ნათელი მაგალითი იმის, რომ სიდი ვერ მუშაობდა სტუდიაში.იგი ოფიციალურად გაუშვეს ჯგუფიდან, 1968 წლის აპრილში და კოლექტივის მენეჯერებმა, კინგმა და ჯენერმა, გადაწყვიტეს, მას გაჰყოლოდნენ.პარტნიორული კავშირი დაირღვა და, კონტრაქტის გაუქმების შემდეგ, ჯგუფის მენეჯერად იქცა სტივ ო’რურკი.იგი ამ ფუნქციას ასრულებდა 2003 წლამდე, სანამ გარდაიცვლებოდა. ორი სოლო ალბომის, The Madcap Laughs და Barrett 1970 წელს, გილმორის, რაიტისა და უოტერსის დახმარებით ჩაწერის შემდეგ, ბარეტი საბოლოოდ ჩაიკეტა საკუთარ თავში.იგი დასახლდა კემბრიჯში, აღარ რეაგირებდა სახელზე 'სიდი', უპირატესობას ანიჭებდა ნამდვილს სახელს, 'როჯერ'-ს.35 წლის განმავლობაში მან იცხოვრა თითქმის სრულ იზოლირებაში და იშვიათად გადიოდა მაღაზიაში.ბარეტი გარდაიცვალა 2006 წლის 7 ივლისს.

[რედაქტირება] მყარი საძირკვლის ძიებაში: 1968–1970

აქედან მოყოლებული, ჯგუფის შემოქმედება სავსეა ექსპერიმენტებით.გილმორი, რაიტი და უოტერსი უკვე რეგულარულად იწერდნენ ვოკალურ პარტიებს ჯგუფის სიმღერებისათვის, რადგანაც მთავარი ვოკალისტი, ბარეტი, უკვე წასული იყო ჯგუფიდან.ასევე იგი იყო სიმღერების მთავარი ავტორი და, ამჯერად, სამივემ გადაინაწილა ავტორობა სიმღერებზე და ვოკალური პარტიები.უოტერსი უშუალოდ წერდა ჯაზურ მელოდიებს, სადაც დომინირებდა ბასი და სრულყოფილი ლირიკა, გილმორის ორიენტაციას წარმოადგენდა გიტარაზე აგებული ბლუზური ჯემები, რაიტი კი მელოდიურ ფსიქოდელიურ პარტიებს ასრულებდა კლავიშებზე, რომლებსაც ოდნავ დაჰკრავდა აზიური სურნელიც.ამ პერიოდის ჯგუფის ერთ-ერთი უცნაური ნომერია "A Saucerful of Secrets", რომელიც აგებულია ხმებზე, ფიდბეკის ეფექტზე, პერკუსიაზე და ფირების ხმაურზე.

პინკ ფლოიდი 1968 წელს
პინკ ფლოიდი 1968 წელს

თუკი ჯგუფის პირველი ალბომი თითქმის მთლიანად ბარეტის ქმნილება იყო, მეორე ალბომზე მას მხოლოდ ერთი სიმღერა, "Jugband Blues", დაუმთმეს. A Saucerful of Secrets გამოიცა 1968 წლის ივნისში, მოხვდა 9-ე ადგილზე ბრიტანეთის ჩარტში და იქცა ჯგუფის ერთადერთ ალბომად, რომელიც არ მოხვდა ამერიკულ ჩარტში.მიუხედავად იმისა, რომ ბარეტს თითქმის არ დაუწერია სიმღერები, ამ ალბომში ჯგუფი აშკარად განიცდის მის გავლენას.ფსიქოდელიური ჟღერადობა ამ დროისათვის უფრო და უფრო მეტად იზრდებოდა ექსპერიმენტებში.სასათაურო კომპოზიცია, რომელიც 12 წუთს გრძელდება, იყო მცირე მინიშნება შემდეგ ალბომებზე წარმოდგენილ ეპიკურ პიესებზე.იმ დროის კრიტიკოსებმა უარყოფითად შეაფასეს ეს ალბომი, ხოლო ბევრმა მუსიკოსმა ზურგი შეაქცია ფლოიდს, როგორც მსმენელმა - მაგალითი იყო დევიდ ბოუი, რომლისთვისაც სიდი ერთგვარ გურუს წარმოადგენდა. შემდეგ ჯგუფი მიწვეული იქნა რეჟისორ ბარბეტ შრედერის მიერ, ფილმის More მუსიკის დასაწერად, რომლის პრემიერაც 1969 წლის მაისში შედგა.მუსიკალური ფრაგმენტები გამოიცა ცალკეული ალბომის, Music From the Film More (1969 წლის ივლისი) სახით, ალბომმა კვლავაც 9-ე ადგილი დაიკავა ბრიტანეთში, შტატებში კი - 153-ე.მიუხედავად იმისა, რომ ალბომზე ბევრი სიმღერის სრული ხიბლის გადმოცემა შეუძლებელი იყო, ჯგუფი ასრულებდა კონცერტებზე სიმღერებს "Green Is the Colour" და "Cymbaline" ("Main Theme" შესრულდა რამდენიმეჯერ კონცერტებზე, ერთ-ერთი შესრულებისას - 14 წუთის განმავლობაში), რომლებმაც დამატებითი ელფერი შეიძინეს კონცერტების დროს.იგივე სიმღერები იქცა ჯგუფის პირველი კონცეფტუალური შოუს, The Man/The Journey ნაწილად, რომელიც დღეს ჩაწერილია მხოლოდ ბუტლეგზე."Cymbaline" აგრეთვე იყო უოტერსის პირველი სიმღერა, სადაც ნახსენები იყო შოუ-ბიზნესის ინდუსტრიის სირთულეები.ალბომის დანარჩენი ნაწილი აგებულია ფოლკის ელემენტების მატარებელ როკ-ბალადებზე და რამდენიმე იმპროვიზაციაზე.

შემდეგი ალბომი, ორმაგი დისკი Ummagumma გამოვიდა, როგორც საკონცერტო ჩანაწერებისა და უბრალო სტუდიური ექსპერიმენტების კრებული, სადაც ყოველ წევრს ერგო ალბომის ¼.ფაქტიურად, ეს არის ჯგუფის წევრების დამოუკიდებელი სოლო-ნამუშევრები, თუმცა აქ ასევე მონაწილეობს მეისონის მეუღლეც, რომელიც ფლეიტაზე უკრავს.თავად ალბომის სახელწოდება მეტად უცნაურია - კემბრიჯში ასე უწოდებდნენ სლენგზე სექსუალური კავშირის დამყარებას.არა მხოლოდ სახელწოდება, არამედ სტუდიური დისკის მასალაც მეტყველებს იმაზე, რომ ჯგუფი საკუთარი თავის ძიებაში იყო.უოტერსის ფოლკური "Grantchester Meadows", რაიტის ჯაზური "Sysyphus", პროგრესივის მატარებელი "The Narrow Way" და უცნაური სავარჯიშო დასარტყამ ინსტრუმენტებზე "The Grand Vizier's Garden Party" - ყველაფერი ეს ჯერ კიდევ შორს იყო იმისგან, რითაც ჯგუფი იქცა საქვეყნოდ ცნობილად.თუმცა, პირველი დისკის (რომელიც საკონცერტო გამოსვლებზე იყო აგებული) მასალამ კრიტიკოსების მოწონება დაიმსახურა და აგრეთვე, უფრო პოზიტიური შეფასება, ვიდრე წინა ორმა ალბომმა.ასევე, ჯგუფის ფანებისთვისაც, იმ დროს ეს იყო ყველაზე საუკეთესო ალბომი. მან 5-ე ადგილი დაიკავა ბრიტანეთში, შტატებში კი - 74-ე. 1970-იანების პირველი ალბომი, Atom Heart Mother ხანგრძლივი პიესის შექმნის კიდევ ერთი მცდელობა იყო, აგრეთვე - ორკესტრთან მუშაობის პირველი შემთხვევაც.დისკის პირველ მხარეს ჟღერს თავად 23 წუთიანი კომპოზიცია, რომელსაც უფრო მეტად შეიძლება ვუწოდოთ სიმფონიური როკის მაგალითი.დისკის მეორე მხარეს მოთავსდა ოთხი კომპოზიცია, რომელთაგან სამი სოლო-სიმღერას წარმოადგენს: როჯერ უოტერსის "If", დევიდ გილმორის ბლუზური "Fat Old Sun" და რიჩარდ რაიტის ნოსტალგიური "Summer '68".ალბომის ფინალია კოლაჟი "Alan's Psychedelic Breakfast", სადაც შესაძლებელია ჯგუფის ტურების მენეჯერის, ალან სტაილზის სახლში ჩაწერილი ხმების მოსმენა.მიუხედავად მკაცრი კრიტიკისა, დისკი ჩაითვალა წინ გადადგმულ ნაბიჯად.დღემდე გილმორი თვლის, რომ მთავარი პიესა საკმაოდ სულელურია, უოტერსი კი - რომ ყველაზე კარგი იქნებოდა, იგი საერთოდ არ დაეწერათ.მიუხედავად ამისა, ეს იყო შემდეგი ეტაპი, რომელიც გაიარეს შემდეგი ალბომის ცენტრალური კომპოზიციის შესაქმნელად, ხოლო ალბომის პოპულარობამ ჯგუფი დაარწმუნა ამერიკული ტურის ჩატარების რეალობაში.

შემდეგი ორიგინალური ალბომის გამოცემის წინ, ჯგუფმა გამოუშვა კრებული Relics,, რომელშიც შესულია ადრინდელი სინგლები, სიმღერასთან "Biding My Time" ერთად, რომელიც მანამდე მხოლოდ პროგრამაში "The Man/The Journey" შედიოდა.მათ აგრეთვე ჩაწერეს მუსიკა მიქელანჯელო ანტონიონის მხატვრული ფილმისათვის ზაბრისკი პოინტი.ამ სტუდიური სესიების დროს ჩაწერილი უამრავი მასალა ანტონიონიმ უვარგისად ჩათვალა და არ შეიტანა ფილმში, თუმცა, წლების შემდეგ იგი მაინც გამოიცა არაოფიციალურად, ფანების ერთ-ერთი ლეიბლის მიერ.ამ სესიების დროს ასევე ჩაიწერა "The Violent sequence", რომელიც არ შესულა ფილმში, მაგრამ სამი წლის შემდეგ მოხვდა ალბომში The Dark Side of the Moon, გადამუშავებული სახით, სახელწოდებით "Us and Them".

ამავე პერიოდში როჯერმა იმუშავა დოკუმენტური ფილმის სხეული მუსიკალურ თემებზე, რომლებიც გამოიცა ცალკე ალბომის, Music from "The Body" სახით.იგი ითვლება როჯერის პირველ სოლო ალბომად და არის რონ ჯიზინთან, ალბომის Atom Heart Mother პროდიუსერთან, თანამშრომლობის შედეგი.

[რედაქტირება] შემოქმედების პიკი: 1971–1975

ჯგუფი ალბომის The Dark Side of the Moon წარმატების ტალღაზე
ჯგუფი ალბომის The Dark Side of the Moon წარმატების ტალღაზე

შემდეგ ეტაპზე, ჯგუფმა დაიწყო ფსიქოდელიური იმიჯის მოცილებაზე ზრუნვა და იქცა უფრო დახვეწილ კოლექტივად, რომლის მუსიკალური მიმართულების ზუსტი დასახელება რთულია.სხვადასხვა სტილი, რომელსაც მიჰყვებოდა ჯგუფის სამი წევრი, იქცა ერთ უნიკალურ ჟღერადობად.ამ პერიოდში გამოიცა ჯგუფის ორი შედევრი, The Dark Side of the Moon და Wish You Were Here.ჟღერადობა უფრო მეტად დახვეწილი და შეთანხმებული გახდა.როჯერ უოტერსის ფილისოფიური ლირიკა იდეალურად ერწყმოდა მისთვის დამახასიათებელ ბას-პარტიებს, გილმორის უნიკალური ბლუზური დაკვრის სტილს და რაიტის მსუბუქ მელოდიებს.ამ პერიოდში გილმორის ვოკალი უფრო მეტად დომინირებს, ისევე, როგორც ქალური ვოკალი და დიკ პერის საქსოფონი, რომელიც ჯგუფის სტილის მნიშვნელოვან ნაწილად იქცა.ჯგუფისათვის დამახასიათებელმა ატონალურმა და უხეშმა ჟღერადობამ გზა დაუთმო მშვიდ, რბილ და შემსუბუქებულ ჰანგებს, ეპიკური კომპოზიციების მწვერვალად კი "Echoes" იქცა.ეს პერიოდი ასევე ცნობილია ჯგუფში წარმატებული თანამშრომლობის წლებად.1973 წლის შემდეგ უოტერსის გავლენა უფრო მეტად გაძლიერდა მუსიკალურად და ლირიულად.რაიტის თანაავტორობით შექმნილი უკანასკნელი კომპოზიციები ამ რამდენიმე წლის განმავლობაში არის "Shine On You Crazy Diamond" და "Time".ბარეტის უკანასკნელი "გამოჩენა" მუსიკისა და ლირიკის მხრივ, ჩანს კომპოზიციაში Wish You Were Here და ამავე სახელწოდების ალბომის ყველა დანარჩენ სიმღერაში.

ჯგუფის ჟღერადობა უფრო მეტად კონცენტრირებულია ალბომზე Meddle (1971), სადაც ჟღერს 23 წუთიანი "Echoes".მას დისკის ერთი მხარე უკავია, მთლიანად.ეს არის მშვიდი სიმღერა პროგრესიული როკის ჟანრში, რომელშიც ჟღერს ხანგრძლივი გიტარული/ორღანული იმპროვიზაცია, შუაგულში კი - ვეშაპის ხმების იმიტაცია, რომელსაც გილმორი გამოსცემდა გიტარიდან.ნიკ მეისონი ამ ალბომს აღწერს, როგორც "პინკ ფლოიდის პირველ რეალურ ალბომს, რადგანაც სწორედ მასში წამოიწია თემებმა, რომელთა განხილვაც შემდეგ ალბომებშიც შეიძლებოდა".ალბომზე იგრძნობა შემდგომი ალბომების მუსიკალური ელემენტებიც, მაგრამ მასში ამოგდებული ორკესტრი, რომელმაც ასეთი დიდი როლი ითამაშა წინა დისკზე.მასში ასევე შედის ატმოსფერული და ნახევრად მძიმე "One of These Days", რომელსაც გილმორი უკრავს "ლეპ სტილ" გიტარაზე და რამდენიმე სიმღერა, რომელიც უფრო ალბომის შესავსებ მასალად ითვლება.ალბომი დიდი ენთუზიაზმით მიიღეს და იგი მოექცა 3-ე ადგილას ბრიტანულ ჩარტში.შტატებში მას მხოლოდ 70-ე ადგილი ერგო, თუმცა ნიკ მეისონი ამაში ამერიკულ კომპანიას ადანაშაულებდა, რომელმაც საკმარისი რეკლამა არ გაუწია ნამუშევარს. 1972 წელს გამოიცა ბარბეტ შრედერის კიდევ ერთი ფილმის, Obscured by Clouds თანმხლები დისკი, მუსიკით, რომელიც მასშია შესული.ეს მუსიკა, ისევე, როგორც შრედერის ჯგუფთან წინა ნამუშევრის, მთლიანად ეკუთვნის პინკ ფლოიდს.წლების შემდეგ მეისონი თვლიდა, რომ ალბომი სენსაციურია, კრიტიკოსებმა კი იგი უარყვეს.დისკი, მიუხედავად ამისა, შესანიშნავ სიმღერებს წარმოგვიდგენს.უშუალოდ, აქ წარმოდგენილია ნახევრადბლუზური ნამუშევრები.ერთ-ერთი სიმღერა, თითქოს და მხიარული "Free Four", შეიცავს ისტორიას როჯერ უოტერსის მამის, ერიკ ფლეჩერის დაღუპვაზე მსოფლიო ომის დროს.სტილისტიკით, ალბომი შორს იყო მისი წინამორბედისაგან, თუმცა, კვლავაც შეიცავდა მომაჯადოვებელ აკორდებს.ეს ასევე იყო ერთგვარი კავშირი შემდგომ სტუდიურ დისკთან. 1973 წლის ალბომი The Dark Side of the Moon ითვლება პინკ ფლოიდის ყველაზე დიდ წარმატებად - დღემდე იგი არა მხოლოდ ჯგუფის ალბომებში, არამედ მსოფლიო ხუთეულების სიაშიც იკავებს ერთ-ერთ საპატიო ადგილს (გაყიდვის მიხედვით).

ჯგუფის კონცერტები იქცა ნამდვილ შოუდ
ჯგუფის კონცერტები იქცა ნამდვილ შოუდ

მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფი არასოდეს იყო სინგლების გამოცემის მომხრე და ასეთ სტრატეგიას მიჰყვებოდა 1968 წლიდან, ამერიკულმა კომპანიამ მოითხოვა სინგლის გამოცემა, რისთვისაც შეარჩიეს "Money (პინკ ფლოიდის სიმღერა)|Money]]".ამან სათანადო რეკლამა გაუწია ალბომს და ჯგუფი პირველად აღმოჩნდა ამერიკულ ჩარტებში პირველ ადგილზე.2006 წლის დეკემბრისათვის ალბომი მხოლოდ შტატებში გაიყიდა 15 მილიონი ასლის რაოდენობით, მსოფლიოში კი - 40 მილიონზე მეტი ასლის რაოდენობით."ბილბორდის" 200 საუკეთესო ალბომის სიაში მან დაჰყო ზუსტად 301 კვირა და დადებითად შეფასდა თითქმის ყველა კრიტიკოსის მიერ.გილმორის ნაცნობმა მუსიკოსებმა აღიარეს, რომ ეს მისი საუკეთესო ნაშრომი იყო, პინკ ფლოიდში მოსვლის შემდეგ. ამ ალბომზე საქსოფონი მნიშვნელოვან როლს თამაშობს.გარდა ამისა, წინ წამოწეულია ჯაზური იმპროვიზაციები და ქალების ვოკალური პარტიები.ასევე, ტიპიურ როკ-სიმღერებში "Money" და "Time", გილმორის ტრადიციული გიტარის ჟღერადობა უპირისპირდება დანარჩენ ნომრებში გამოყენებულ "ლეპ სტილს“ და კლერ ტორის ვოკალს, კომპოზიციაში "The Great Gig in the Sky".ალბომზე აგრეთვე გამოყენებულია ელექტრონული მუსიკის ელემენტები ("On the run") - სინტეზატორზე VCS3 ჯგუფი, მონოტონურად ჟღერს რამდენიმე ნოტი, რომლის ფონზეც ჯგუფი გადმოსცემს დიდი გადაფრენის ისტორიას - ეს ინსტრუმენტული ნომერი ასევე გულისხმობს ფრენის შიშსაც. ასევე საგულისხმოა ალბომის ლირიკა, რომელმაც აქ საუკეთესო ფორმები შეიძინა და ითვლება ტექსტების მხრივ როჯერის ყველაზე სრულყოფილ ნამუშევრად ჯგუფთან ერთად.ფრენის, დაბერების, სიკვდილის შიში, უთანასწორობა ადამიანთა შორის, ანტილიმიტარიზმი, ფული, შეშლილობა - ეს არის დისკის მთავარი თემები, ხოლო პარანოიას, რომელიც აერთიანებს ყველა სიმღერას, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, თითქოს და უმიზეზოდ ჩასმული მონოლოგები სხვადასხვა თემაზე, რომლებიც ჩაიწერეს სტუდიაში მყოფი თანამშრომლებისგან.უშუალოდ, ეს საუბრები აგებული იყო კითხვებზე "გეშინიათ თუ არა სიკვდილის?" და "ბოლოს როდის გამოიჩინეთ ძალადობა?".ალბომის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ელემენტად იქცა მისი შავი ყდა, რომელზეც გამოსახულია შუქის დისპერსია, ანუ პრიზმაში გარდატეხილი სინათლის სხივი, რომელიც ფირფიტის ყდის ორივე მხარეს გაერთიანებულია ერთი სხივით.ეს სურათი, რომელიც უფრო ხშირად ფიზიკის სახელმძვანელოში გვხვდება, იქცა ერთ-ერთ საუკეთესო და ადვილ ამოცნობად ყდად მუსიკის ისტორიაში.

მოზღვავებული წარმატების ტალღაზე, ხმისჩამწერმა კომპანიამ ჯგუფის პირველი ორი ალბომი გააერთიანა ერთ კრებულში, სახელწოდებით A Nice Pair.ამავე პერიოდში რეჟისორმა ედრიან მეიბენმა გამოუშვა ფილმი Live at Pompeii, რომელსაც იღებდა 1971-1972 წლებში - ეს არის პომპეის ნანგრევებში გადაღებული პინკ ფლოიდის კონცერტი, ყოველგვარი მაყურებლის გარეშე, რომელსაც ემატება კადრები ხმისჩამწერი სტუდიიდან.რამდენიმე წლის წინ გამოცემულ ამ ვიდეოფილმის ახალ ვერსიებში შეტანილია დამატებითი ინტერვიუებიც. Wish You Were Here, რომელიც გამოვიდა 1975 წელს, ატარებს თავის თავში გაუცხოების აბსტრაქტულ თემას - გაუცხოების მუსიკალური ინდუსტრიისაგან და, კონკრეტულად, სიდ ბარეტის გაუცხოების თემას.ალბომი უფრო მეტად ცნობილია სასათაურო სიმღერით, თუმცა ასევე აღსანიშნავია ცხრა ნაწილისაგან შემდგარი "Shine On You Crazy Diamond", სადაც საუბარია ბარეტის პიროვნულ ტრაგედიაზე.ჯგუფისათვის დამახასიათებელი ყველა ელემენტი აქ კიდევ ერთხელ გაერთიანდა - ატმოსფერული ორღანი, ბლუზური პარტიები, საქსოფონი, ჯაზური იმპროვიზაცია და აგრესიული "სლაიდ" გიტარა - ფინალში კი გამოიყენება საყვირის იმიტაცია, რომელიც იყენებს მელოდიას ადრინდელი სინგლიდან "See Emily Play", რომლითაც ჯგუფი, თითქოს და საბოლოოდ ემშვიდობებოდა ბარეტის გავლენას.ალბომში ასევე შესულია ორი სიმღერა "Welcome to the Machine" და "Have a Cigar" - ორივე შოუ-ბიზნესს ეხება, მეორე მათგანზე კი ჟღერს როკ-მუსიკოსის, როი ჰარპერის ვოკალი - ეს არის მეორე შემთხვევა, როდესაც მთავარ ვოკალს (ერთი ვოკალისტის სახით) ჯგუფის ალბომზე ასრულებს მოწვეული მუსიკოსი.მიუხედავად იმისა, რომ იყო ვოკალის ჩაწერის მცდელობები, არც უოტერსმა და არც გილმორმა არ გაბედეს სტუდიურ ვერსიაში საკუთარი ხმის დამატება და, ამგვარად, მიღებული იქნა განსხვავებული კომპოზიცია, რომელსაც კრიტიკულად შეხვდა მსმენელი.ალბომი კი, მთლიანობაში, დადებითად მიიღეს, შეადარეს რა იგი წინა ნამუშევარს. ცნობილია, რომ ალბომის ჩაწერის დროს სტუდიაში გამოჩნდა უცნაური მსუქანი, მელოტი, წარბებგაპარსული მამაკაცი.ჯგუფმა მასში მოგვიანებით სიდ ბარეტი იცნო.იმ საღამოს იგი გილმორის ნიშნობას დაესწრო და გაქრა.ეს იყო უკანასკნელი შემთხვევა, როდესაც იგი შეხვდა ჯგუფის რომელიმე წევრს.გილმორის თქმით, ეს მართლა ასე მოხდა, თუმცა მას ზუსტად არ ახსოვს, რომელი სიმღერის დროს გამოჩნდა ბარეტი.

[რედაქტირება] როჯერ უოტერსის ლიდერობა: 1976–1985

ამ პერიოდში უოტერსი უფრო და უფრო მეტ კონტროლს ამყარებდა პინკ ფლოიდზე.რაიტის მონაწილეობა სულ უფრო ნაკლებად იგრძნობოდა, მით უმეტეს, ალბომის The Wall ჩაწერისას, როდესაც უოტერსმა იგი უბრალოდ გააგდო ჯგუფიდან.ამ პერიოდში შექმნილი მუსიკალური თემები ბევრი მსმენელის აზრით, მეორეხარისხოვან როლს თამაშობენ და უოტერსი უფრო მეტ აქცენტს აკეთებს ლირიულ მხარეზე, რომელიც კიდევ უფრო ანტილიმილიტარისტული და ანტიპოლიტიკური გახდა.

შემდეგი ალბომის ჩაწერა დაემთხვა ინგლისში (და მსოფლიოში) დაწყებულ პანკ-მოძრაობას.იმ დროს, როდესაც პანკები აკრიტიკებდნენ თითქმის ყველაფერს, პინკ ფლოიდმა სოციალური მდგომარეობის გაუარესებას დაუპისპირა საკუთარი ლოზუნგი, სახელწოდებით Animals.ეს დისკი აგებულია ჯორჯ ორუელის 1945 წლის ნაწარმოებზე ცხოველთა ფერმა, სადაც ცხოველების მიერ დაწყებული დამოუკიდებელ მინი-სახელმწიფოდ ქცეული რევოლუციის გმირები გაიგივებულები არიან ადამიანებთან.უოტერსმა აქ გამოიყენა სამი პერსონაჟი - ღორი, ძაღლი და ცხვარი.ალბომის სიმღერების მათი თემის ირგვლის ტრიალებს.

"ბეტერსის" ცნობილი ელექტროსადგური
"ბეტერსის" ცნობილი ელექტროსადგური

საგულისხმოა, რომ ლირიკით ზედმეტად გამდიდრებული ალბომი ასევე უფრო მეტად იყო გიტარის პარტიებით სავსე, ვიდრე მისი წინამორბედი, რაც მის ერთ-ერთ დადებითად მხარედ ითვლება.მიუხედავად ყველა დადებითი ფაქტორისა, ალბომს აფუჭებს ოდნავ მიყრუებული ჟღერადობა, რაც იმის ბრალია, რომ იგი იწერებოდა ჯგუფის საკუთარ სტუდიაში, ბრიტანია როუზე.ეს იყო ჯგუფის პირველი ალბომი, რომლისთვისაც რაიტს არაფერი დაუწერია (თუმცა კი მან შესანიშნავად აითვისა მისი მუსიკალური თემები და იდეალურად გადაამუშავა ისინი საკონცერტო შესრულებისათვის).ისევე როგორც წინა ალბომზე, მას იწყებს და ასრულებს ერთი კომპოზიცია, ამ შემთხვევაში - "Pigs on the Wing", რომელიც აქ უფრო მოკლე და ლაკონური პროლოგისა და ეპილოგის როლს ასრულებს, ვიდრე მთავარი თემის (როგორც"Shine On You Crazy Diamond").ცენტრალური სამი ნომერია: სინტეზატორზე და გიტარაზე აგებული "Dogs", მონოტონური "Pigs (Three Different Ones)" და ბასზე აწყობილი "Sheep".ალბომში არ ჟღერს საქსოფონი და არ არის გამოყენებული ქალების ვოკალები.ყდისთვის გამოიყენეს ლონდონის "ბეტერსის" ელექტროსადგური და გასაბერი ღორი, რომლის დაფიქსირებაც ფოტოფირზე ამ ელექტროსადგურთან ერთად ვერ მოხერხდა, ამიტომაც საბოლოო ვარიანტში გამოყენებულია უბრალო კოლაჟი.ამ დროიდან მოყოლებული, გასაბერი ღორი იქცა პინკ ფლოიდის კონცერტების განუყრელ ნაწილად. 1977 წლის დამქანცველი საკონცერტო ტურის დროს, რომელზეც პინკ ფლოიდს შეუერთდა ახალგაზრდა გიტარისტი სნოუი უაიტი, უოტერსმა შეამჩნია, რომ ბევრი მსმენელი ნაკლებ ყურადღებას აქცევს საერთოდ შესრულებას და ხშირად მისი ხმა უფრო ხმამაღალია, ვიდრე ინსტრუმენტების.ასევე, აშკარა იყო, რომ ჯგუფის მაგია, რომელშიც იგულისხმებოდა მსმენელის მოჯადოვება უნაკლო შესრულებით, სადღაც გაქრა და წინა რიგებში მდგომი მსმენელები უოტერსს სულ უფრო და უფრო აღიზიანებდა, რადგანაც იგი ხედავდა მათ მაგალითზე, რომ ჯგუფის რეალური სახე სადღაც იკარგება.უკანასკნელ კონცერტზე, მონრეალში, მან ვერ მოითმინა და ერთ-ერთ მყვირალა მსმენელს სახეში შეაფურთხა, რის გამოც, საკუთარი საქციელით შეძრწუნებულმა, დატოვა სტადიონი, რომელზეც ტარდებოდა კონცერტი.

ტურის დასრულების შემდეგ როჯერმა მიაშურა საკუთარ სახლს გარეუბანში, სადაც ჩაიკეტა და დაწერა სიმღერების ორი ციკლი.ორივე მან მოიტანა განსახილველად სტუდიაში.ერთი იყო The Pros and Cons of Hitch Hiking, მეორე კი - The Wall, რომელიც ჯგუფის დანარჩენმა წევრებმა ჩათვალეს უფრო ღირებულ მასალად და შესთავაზეს უოტერსს პირველი პროექტის დროებით გადადება.

პარალელურად, გამოიცა დევიდ გილმორისა და რიჩარდ რაიტის პირველი სტუდიური სოლო-ალბომები, " David Gilmour" და "Wet Dream", რომლებიც არც თუ წარმატებულად მოძრაობდნენ ჩარტში, თუმცა ემსახურებოდნენ ერთ მიზანს - უოტერსის მიერ შექმნილი დაძაბული სიტუაციის დროებით განმუხტვას.ასე თუ ისე, უოტერსის დაბრუნების შემდეგ ჯგუფმა მიაშურა სტუდიას და დაიწყო კედლის ჩაწერა.

კედელი არის ისტორია განმარტოებაზე და დაკარგულ ურთიერთობაზე, რომელიც გადმოცემულია სიმბოლური კედლის, გამოგონილი როკ მუსიკოსისა და მისი მაყურებლის ისტორიის მეშვეობით.ამ ალბომმა პინკ ფლოიდის დისკოგრაფიას დაუმატა მისი ყველაზე ცნობილი სინგლი "Another Brick in the Wall (Part 2)".ალბომში ასევე შევიდა "Comfortably Numb" და "Run Like Hell" - ორი სიმღერა, რომელიც იქცა კლასიკური როკის ქვაკუთხედებად.მოგვიანებით, 1987 წლიდან, ისინი რეგულარულად სრულდებოდა კონცერტებზე (1984 წლის სოლო კონცერტებზე მათ ასევე ასრულებდა დევიდ გილმორი).


მასწავლებელი "კედლიდან"
მასწავლებელი "კედლიდან"

ალბომის თანაპროდიუსერად ბობ ეზრინი იქცა.მისი ყველაზე დიდი მიღწევა ამ დისკზე შეიმჩნევა "The Trial"-ში.ამ სიმღერისა და ალბომის მთლიანი სტრუქტურის გამო, ბევრი თვლის "კედელს" როკ-ოპერად.თუმცა, მას შემდეგ, რაც ეზრინმა გათქვა უოტერსის გეგმები პრესაში, უოტერსმა გააგდო იგი კოლექტივიდან.მან ასევე გააგდო რიჩარდ რაიტიც, რომელსაც არ სურდა ალბომზე მუშაობა, ამჯობინა რა ამ საქმეს საბერძნეთში, საკუთარ გემზე ცხოვრება.უოტერსმა ასევე არ გამოიყენა ტორგესონის დახმარება, ალბომის ყდის შექმნისას.ამჯერად ყდა ჯერალდ სკარფს, პოლიტიკურ კარიკატურისტს ეკუთვნოდა, რომელმაც აგრეთვე შექმნა ფილმის "კედელი" ანიმაციური გმირები.

ალბომი შეიცავს ორკესტრულ არანჟირებებს, რომელზეც მაიკლ კემენმა იმუშავა.იგი ასევე სავსეა პინკ ფლოიდისათვის დამახასიათებელი ელემენტებით, როგორიც არის სტერეო ეფექტები, საუბრები უკანა ფონზე და ხმის მონტაჟის არაორდინალური მეთოდები - მაგალითად, სიმღერაში "Empty spaces" გამოიყენება უკუღმა გაშვებული ფირი, რომელზეც უოტერსი კითხულობს უცნაურ გზავნილს ვინმე "მოხუცი პინკისგან, ძველი ფერმიდან".რაიტის წვლილი ალბომზე მინიმალურია, თუმცა იგი უკრავდა ალბომის გამოცემის შემდგომ დაწყებულ საკონცერტო ტურზე.აღსანიშნავია, რომ ჯგუფის ყველა წევრმა მინიმალური ჰონორარი მიიღო ამ ტურიდან, ხოლო რაიტმა, როგორც დაქირავებულმა მუსიკოსმა - ყველაზე დიდი.

მიუხედავად იმისა, რომ ალბომი არასოდეს მოხვედრილა ბრიტანეთში პირველ ადგილზე, შტატებში მან ეს ადგილი დაიკავა 15 კვირის განმავლობაში.კრიტიკოსებმა დადებითად შეაფასეს იგი, ამერიკის ხმისჩამწერ ინდუსტრიათა ასოციამ მას 23 გზის პლატინის სტატუსი მიანიჭა.ალბომის კომერციული წარმატებით პინკ ფლოიდი გაუტოლდა ბითლზს, რომელსაც ასევე ჰქონდა ორი ჰიტური დისკი.

კედელი სცენაზე
კედელი სცენაზე

საკონცერტო ტურზე კედლის თემა უფრო ფართო მასშტაბით გათამაშდა - ხელოვნური აგურების მეშვეობით, სცენაზე იგებოდა გიგანტური კედელი, დადიოდნენ დიდი მარიონეტები, თეატრალიზებულ შოუდ ქცეულ პინკ ფლოიდის კონცერტზე უოტერსს სრული კონტროლის ქვეშ ჰყავდა ყველა.მოგვიანებით ერთ-ერთი ასეთი კონცერტის ჩანაწერი გამოვიდა აუდიო დისკის სახით, ალბომზე Is there anybody out there? The Wall Live 1980-1981, (2000).

ტურის შემდეგ ნიკ მეისონმა საკუთარი სოლო ალბომი ჩაწერა, სახელწოდებით Fictitious Sports.ეს არის უბრალო ექსპერიმენტული ალბომი, რომელზეც ვოკალური პარტიები ნიკის დიდი ხნის მეგობარმა, ჯგუფის The Soft Machine მუსიკოსმა რობერტ უაიატმა შეასრულა.ალბომზე აგრეთვე უკრავს კარლა ბლეი, ნიკის ასევე დიდი ხნის მეგობარი და ჯაზ-მუსიკოსის, მაიკლ მანტლერის მეუღლე.

ფილმი Pink Floyd: The Wall, რომელიც გამოვიდა 1982 წელს, დაფუძნებულია ჯგუფის ალბომზე და გადაღებულია რეჟისორ ალან პარკერის მიერ.მთავარი როლი მასში შეასრულა ბობ გელდოფმა, რომელსაც თავად პინკ ფლოიდის სიმღერები არ მოსწონდა.ანიმაციაზე იმუშავა ჯერალდ სკარფმა.კინოკრიტიკოსის ლეონარდ მარტინის თქმით, "ეს ყველაზე ხანრგძლივი როკ ვიდეოა მუსიკის ისტორიაში, რომელიც, ამავე დროს, ყველაზე დეპრესიულია".ფილმში შესული სიმღერა "When the Tigers Broke Free" ასევე დამოუკიდებელი სინგლის სახით გამოიცა და შემდგომში გამოვიდა მხოლოდ ალბომებზე Echoes: The Best of Pink Floyd და The Final Cut, 2004 წლის გამოცემაზე.ასევე ფილმში შედის სიმღერა "What Shall We Do Now?", რომელიც სრულდებოდა მხოლოდ კონცერტებზე და არ შესულა ორიგინალურ ალბომში.ფილმში არ ჟღერს "Hey You" და "The Show Must Go On." 1983 წლის უკანასკნელი სტუდიური ალბომი, რომლის ჩაწერაშიც მონაწილეობა მიიღო როჯერ უოტერსმა, გამოვიდა სახელწოდებით The Final Cut.ეს დისკი ყველაზე ანტილიმილიტარისტულ ხასიათს ატარებს პინკ ფლოიდის ალბომებიდა და მთლიანად ეძღვნება უოტერსის მამის ხსოვნას.ალბომი უფრო ბნელ ფერებში განიხილავს ომის თემას, პარალელები ივლება იმ დროის აქტუალურ მოვლენებთან, როგორიც არის ფოლკლენდის კუნძულების პრობლემა და რუსეთის ურთიერთობა ავღანეთთან.ალბომში წინა პლანზეა წამოწეული ბირთვული ომის საშიშროება.

დისკის ორკესტრირებაზე კვლავ იმუშავა მაიკლ კემენმა - იგი ასევე უკრავს კლავიშებზე, ისევე, როგორც ენდი ბოუნი, რომელიც რიჩარდ რაიტის შემცვლელად მოიყვანეს.ნიკ მეისონის წვლილი დისკზე მინიმალურია.გილმორის გიტარა კვლავ უნაკლოდ ჟღერს ამ ნამუშევარზე.თავად დევიდის ვოკალი გამოყენებულია მხოლოდ ერთი სიმღერაში, "Not Now John". ტექნიკურად ეს იყო პინკ ფლოიდის ალბომი, მაგრამ ამაზე არაფერია ნახსენები ალბომის ყდაზე, რომელზეც წერია "The Final Cut - A requiem for the post-war dream by Roger Waters, performed by Pink Floyd: Roger Waters, David Gilmour, Nick Mason". ("The Final Cut – პოსტ-საომარი ოცნების რექვიემი, როჯერ უოტერსი.ასრულებს ჯგუფი პინკ ფლოიდი: როჯერ უოტერსი, დევიდ გილმორი და ნიკ მეისონი").

თავად გილმორი წუხდა მასალის პრიმიტივიზმზე და სურდა ალბომის დამუშავება და მან სთხოვა უოტერსს, დროებით გადაედო დისკის გამოცემა, მაგრამ უოტერსმა უარი უთხრა და ალბომი მაინც გამოვიდა.მუსიკალური ტონალურობა აქ ახლოს არის კედლის სიმღერებთან, მაგრამ, ნაწილობრივ, სიმღერები ამ ალბომიდან უფრო მშვიდია.დისკის გამოსვლის შემდეგ ჯგუფს არ უმოგზაურია ტურით, თუმცა რამდენიმე რეპეტიცია მაინც იყო დაგეგმილი.ალბომში შესული სიმღერების ნაწილი სრულდებოდა უოტერსის მიერ საკუთარ ტურებზე. ალბომის გამოსვლის შემდეგ, ხმისჩამწერმა კომპანიამ Capitol Records გამოსცა ჯგუფის სიმღერების კრებული Works, რომელიც შეიცავს ჯგუფის მიერ ადრინდელ კონცერტებზე შესრულებული სიმღერის "Embryo" სტუდიურ ვერსიას - იგი პირველად გამოქვეყნდა ალბომზე, 1970 წლის დისკის Picnic - A Breath of Fresh Air შემდეგ.

ამის შემდეგ ჯგუფის წევრთა გზები გაიყო.ყველა დაკავდა სოლო პროექტებით.გილმორმა სცადა სოლო კარიერის გაგრძელება, მეორე დისკის About Face სახით, რომელიც 1984 წელს გამოვიდა.იგივე პერიოდში გამოიცა რიჩარდ რაიტის მეორე სოლო ალბომი Identity, რომელიც მან ჯგუფ Fashion-ის მუსიკოს დეივ ჰარისთან ერთად ჩაწერა.უოტერსმა 1984 წლის მაისში გამოსცა სოლო ალბომი The Pros and Cons of Hitch Hiking, კონცეფტუალური ალბომი, რომლის მთავარ გმირს, მამაკაცს, სძინავს და ესიზმრება ისტორიები ოჯახურ პრობლემებზე, რომლებიც უშუალოდ დაკავშირებულია მეუღლესთან.1985 წელს ნიკ მეისონმა ჩაწერა მეორე სოლო ალბომი Profiles, რიკ ფენთან (10cc), დევიდ გილმორთან (რომელმაც იმღერა ერთ სიმღერაში) და ჯგუფის UFO მუსიკოს დენი პეირონელთან ერთად.

[რედაქტირება] დევიდ გილმორის ლიდერობა: 1987–1995

1985 წლის დეკემბერში უოტერსმა განაცხადა, რომ ტოვებს ჯგუფს, რადგანაც თვლის, რომ კოლექტივმა ამოწურა საკუთარი თავი, მაგრამ 1986 წელს გილმორმა და მეისონმა დაიწყეს პინკ ფლოიდის ახალი ალბომის შექმნა.იმავე პერიოდში როჯერი მუშაობდა ფილმის When the wind blows (1986) და სოლო ალბომის Radio K.A.O.S. (1987) სიმღერებზე.ამ ალბომში მან წარმოადგინა ბილის, პარალიზებული ბიჭუნას ისტორია, რომელმაც ისწავლა დიდ მანძილზე ელექტრონული მოწყობილობების მართვა და სცადა ბირთვული ომის იმიტაცია.

შეიტყო რა ყოფილი კოლეგების გეგმები, მან წამოიწყო მათ წინააღმდეგ სასამართლო პროცესები, რადგანაც თვლიდა, რომ ამ სახელის ტარების უფლება ჯგუფს არ აქვს.როგორც მან 2007 წლის ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, მან დიდი შეცდომა დაუშვა, როდესაც სცადა ჯგუფის სახელის მითვისება.მასშტაბური საკონცერტო ტურით მან სცადა ხმაურის გამოწვევა, თუმცა პინკ ფლოიდის ტურმა, მასშტაბებით ყველაფერს გაუსვა ხაზი და კარგად აჩვენა მსმენელს, ვინ ვინ არის.აგრეთვე საგულისხმოა, რომ როჯერის აზრით, მისი ყოფილი კოლეგები იყენებენ პინკ ფლოიდისათვის დამახასიათებელ სასცენო ატრიბუტებს, მაგრამ არ იციან მათი ზუსტი დანიშნულების შესახებ, რადგანაც არ შეუძლიათ კონკრეტული კონცეფციის ჩამოყალიბება.

ნიკ მეისონი, დევიდ გილმორი და რიჩარდ რაიტი
ნიკ მეისონი, დევიდ გილმორი და რიჩარდ რაიტი

ალბომი, რომელიც ჩაიწერა დევიდ გილმორის სტუდიაში ასტორია (ძველი გემი, გადაკეთებული სახლად), გამოვიდა 1987 წელს, სახელწოდებით A Momentary Lapse of Reason (ერთ-ერთი სიმღერის, One Slip ტექსტის სტრიქონი).უოტერსის გარეშე ტექსტების შექმნის პრობლემაც დადგა.პრაქტიკულად ყველა ტექსტი გილმორმა დაწერა.თანაპროდიუსერად კვლავ ეზრინი იქცა, რამაც ძალიან გაანაწყენა უოტერსი, რომლის სოლო ალბომის ჩაწერას შემოთავაზებაზეც ბობმა უარი თქვა.ჯგუფს ასევე დაუბრუნდა რიჩარდ რაიტი, თუმცა, კვლავაც დაქირავებული მუსიკოსის სახით, რომლის სახეც არც ჩანს ალბომის ყდის შიდა გვერდებზე.მან დაუკრა რამდენიმე ადგილას ალბომზე, ხოლო მსოფლიო ტურზე უფრო კარგად გამოიჩინა თავი, პინკ ფლოიდის ძველი სიმღერების ვოკალური პარტიების და კლავიშებზე შესრულებისას.

ტურზე ჯგუფთან ერთად კლავიშებზე ასევე უკრავდა ჯონ კერინი, რომელიც დევიდმა გაიცნო 1985 წელს, აქციაზე Live Aid, ბრაიან ფერის ბენდიდან.კერინი მოგვიანებით რაიტის ქალიშვილზეც დაქორწინდა.მოგვიანებით, 90-იანების ბოლოს, იგი შეუერთდა უოტერსის საკონცერტო ბენდს.

1988 წელს გამოვიდ ჯგუფის ორმაგი საკონცერტო ალბომი და ვიდეოფილმი Delicate Sound of Thunder, რომელიც ეფუძნება მათი ტურის კონცერტებს.1989 წლის ჩათვლით ჯგუფმა ურიცხვი კონცერტები მოაწყო მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში.

1990 წელს ჯგუფმა მონაწილეობა მიიღო ნებუორტის კონცერტში, რომელზეც, სხვა სიმღერებთან ერთად, დაუკრა "The Great Gig in the Sky".ეს შესრულება აღსანიშნავია იმით, რომ სპეციალურად ამ კონცერტისათვის მათ კვლავ მოიწვიეს კლერ ტორი.იმავე პერიოდში როჯერ უოტერსმა გამართა დიდი საქველმოქმედო კონცერტი The Wall Live in Berlin, რომელზეც შესრულდა კედლის ყველა სიმღერა და მოეწყო თეატრალიზებული შოუ, მოწვეული სტუმრების დახმარებით, რომელთა შორის იყვნენ ცნობილი როკ მუსიკოსებიც.

1992 წელს გამოვიდა ფილმი La Carrera Panamericana.იგი გადაღებულია მექსიკაში, ავტორბოლების დროს.მეისონი, გილმორი და ჯგუფის პროდიუსერი სტივ ო’რურკი მონაწილეობას იღებდნენ ამ ლეგენდარულ რბოლაში.გილმორი და სტივი მსუბუქად დაშავდნენ.ფილმი აღსანიშნავია პინკ ფლოიდის რამდენიმე ახალი მუსიკალური თემით, რომელიც, ჯგუფის მსმენელთა იმედით, უნდა მოხვედრილიყო ახალ ალბომში.ამ მელოდიების დაწერაში აქტიური მონაწილეობა მიიღო რაიტმაც - და ეს იყო მისი პირველი დიდი ნამუშევარი 1975 წლის შემდეგ. 1992 წელს გამოიცა ყუთი Shine On. მასში შეტანილია ჯგუფის ცხრა ალბომი: A Saucerful of Secrets, Meddle, The Dark Side of the Moon, Wish You Were Here, Animals, The Wall და A Momentary Lapse of Reason.დამატებითი დისკის სახით, ამ კოლექციას თან ახლდა კრებული The Early Singles, რომელშიც შევიდა ჯგუფის ყველა პირველი სინგლი.საგულისხმოა, რომ ალბომების ერთად დაწყობისას, კომპაქტ დისკების ერთ მხარეს ჩნდებოდა ცნობილი პრიზმა ალბომიდან Dark Side of the Moon.ყველა ალბომის ყდაზე არის გამოსახული წრე, რომელშიც ჩაწერილია სიტყვა "The Big Bong Theory".იმავე პერიოდში როჯერ უოტერსმა გამოუშვა მორიგი სოლო ალბომი Amused to Death, რომელშიც იგი დასცინის ტელევიზიას, შოუდ ქცეულ ომებს პირდაპირი ეთერით და სხვა საკითხებს.

პინკ ფლოიდის სამი წევრი სცენაზე, 1994 წელს
პინკ ფლოიდის სამი წევრი სცენაზე, 1994 წელს

ჯგუფის 1994 წლის ალბომი, The Division Bell, რომელიც მათი უკანასკნელი სტუდიური დისკია დღეისათვის, ბევრი მსმენელის თქმით, უფრო მეტად ეფექტურია, ვიდრე Momentary Lapse, თუნდაც იმიტომ, რომ რაიტი აქ ბოლომდე შეუერთდა მეისონსა და გილმორს და მაქსიმალურად იმუშავა დისკზე.

ალბომი ეხება გაუცხოების კლასიკურ თემას, რასაც კარგად უსვამს ხაზს მისი ყდა, ორი განრისხებული მექანიკური თავით.ალბომის სახელწოდების ავტორია გილმორის დიდი ხნის მეგობარი, მწერალი დუგლას ადამსი.ალბომის ტექსტების ავტორი პოლი სემსონის, შემდგომში - გილმორის მეუღლე და ცნობილი ჟურნალისტი.დისკში ასევე შეტანილია რაიტის პირველი სოლო-სიმღერა 1972 წლის შემდეგ.1996 წელს რიკმა მესამე სოლო ალბომიც გამოუშვა, სახელწოდებით Broken China. გრანდიოზული კონცერტებით ჯგუფმა იმოგზაურა ევროპასა და ამერიკაში.ამ კონცერტებზე გამოიყენებოდა ნაცნობი მრგვალი ეკრანი, გიგანტური ღორები და სცენა, რომელსაც ტექნიკური პერსონალი ყველგან ატარებდა.თანამედროვე ტექნიკის მიღწევები, ლაზერულ განათებასთან და პიროტექნიკასთან ერთად, გამაოგნებელ სანახაობას ქმნიდა კონცერტებზე.ლონდონური შოუების ამსახველი ალბომი და ვიდეო P*U*L*S*E გამოვიდა 1995 წელს.1994 წლის აუდიო დისკს თან ერთვოდა მოციმციმე ნათურა, რომელიც გამუდმებით ანათებდა დისკის ყდიდან.ფილმი ორმაგი DVD დისკის სახით გამოვიდა 2006 წლის ზაფხულში და წლის ერთ-ერთ გაყიდვად ვიდეოფილმად იქცა.ამის გარდა, ეს არის დღემდე ერთადერთი ოფიციალური ვიდეოფილმი, სადაც შესაძლებელია პინკ ფლოიდის მიერ ალბომის The Dark Side of the Moon სრული სახით შესრულების ხილვა.

[რედაქტირება] სოლო ნამუშევრები და სხვა: 1995–დღემდე

1996 წლის 16 იანვარს ჯგუფი შეყვანილი იქნა როკ’ენ’როლის დიდების დარბაზში, უოტერსთან ერთად, თუმცა, უოტერსი ამ ცერემონიას არ დაესწრო.

როჯერ უოტერსი, ტურის In the flesh ერთ-ერთ შოუზე
როჯერ უოტერსი, ტურის In the flesh ერთ-ერთ შოუზე

1999 წელს როჯერ უოტერსმა დაიწყო ახალი საკონცერტო ტური In the flesh, რომლის მსვლელობისას სრულდებოდა პინკ ფლოიდის ბევრი ცნობილი სიმღერა და რამდენიმე სიმღერა როჯერის სოლო ალბომებიდან.აღსანიშნავია, რომ ტური 2002 წლის ჩათვლით გაგრძელდა და, უკანასკნელ ორ კონცერტზე გამოვიდა ნიკ მეისონიც, რომელმაც დაუკრა კომპოზიციაში "Set the Controls for the Heart of the Sun". კედლის საკონცერტო ალბომი, რომელიც გამოვიდა 2000 წელს, სახელწოდებით Is There Anybody Out There? The Wall Live 1980–81, მოხვდა 19-ე ადგილზე ბილბორდის ჩარტში.ამას მოჰყვა 2001 წლის კრებული Echoes, რომლის მონტაჟშიც მონაწილეობა მიიღო ჯგუფის ყველა წევრმა, უოტერსთან შეხვედრის გარეშე. 2003 წელს, ახალი ტექნოლოგიების ათვისების ტალღაზე, SACD ფორმატში გამოიცა The Dark Side of the Moon, რომლის ჟღერადობაც ამჯერად დაშლილი იყო რამდენიმე არხად და მსმენელს საშუალება მისცა, მოცულობითი ჟღერადობა შეეგრძნო ახალი თაობის ტექნიკაზე.

2004 წელს გამოვიდა ალბომის The Final Cut ახალი გამოცემა, რომელსაც დაემატა სიმღერა "When the Tigers Broke Free".

იმავე პერიოდში გამოვიდა ნიკ მეისონის ავტობიოგრაფიული წიგნი Inside Out: A Personal History of Pink Floyd - ეს არის ჯგუფის წევრის ერთადერთი ოფიციალური ავტობიოგრაფიული წიგნი, რომელშიც, ადრინდელი წლებიდან, 2002 წელს, უოტერსის კონცერტზე გამოსვლამდე, თითქმის ყველაფერია მოთხრობილი.ნიკმა მოაწყო ტური, რომლის მსვლელობისას იგი დადიოდა ქალაქებში და წიგნის პრეზენტაციას აწყობდა.მისივე თქმით, იგი ამჯობინებდა პინკ ფლოიდის ტურზე დაკვრას.

ამავე დროს, გამოიცა როჯერის სინგლი სიმღერა To Kill the Child/Leaving Beirut.მეორე სიმღერა ამ სინგლიდან მოგვითხრობს როჯერ უოტერსის ახალგაზრდობის ისტორიას, მის მოგზაურობაზე ბეირუთში.ეს არის მუსიკოსის კიდევ ერთი ანტიმილიტარისტული სიმღერა, რომელიც შეიცავს ჯორჯ ბუშისა და ტონი ბლერის რეჟიმის საწინააღმდეგო ლოზუნგებს.

ჯგუფის მენეჯერი, სტივ ო’რურკი, გარდაიცვალა 2003 წლის ოქტომბერში.

პინკ ფლოიდი 2005 წელს, აქციაზე "Live 8"
პინკ ფლოიდი 2005 წელს, აქციაზე "Live 8"

ორი წლის შემდეგ, პინკ ფლოიდი, როჯერ უოტერსთან ერთად, გაერთიანდა სპეციალური კონცერტისათვის Live 8, რომელიც მიზნად ისახავდა აფრიკის ქვეყნებისათვის საერთაშორისო ვალების გაუქმებას.პირველად 24 წლის შემდეგ უოტერსი შეუერთდა ყოფილ კოლეგებს.მათ ერთად შეასრულეს სიმღერები: "Speak to Me/Breathe/Breathe (Reprise)", "Money", "Wish You Were Here" და "Comfortably Numb".გამოსვლის შემდეგ ჯგუფის წევრებმა გადაჰხვიეს ერთმანეთს ხელები - ეს მომენტი იქცა აქციის ერთ-ერთ ყველაზე ემოციურ ფოტოსურათად. მიუხედავად ჯგუფის წევრების უოტერსთან შერიგებისა, მათ უარყვეს ჯგუფის შესაძლო გაერთიანების ვერსია.საინტერესოა, რომ ამ აქციის შემდეგ, კრებულის Echoes: The Best of Pink Floyd გაყიდვა გაიზარდა 1343 %-ით, ხოლო ალბომის The Wall – 3600 %-ით. 2005 წლის 16 ნოემბერს ჯგუფი ბრიტანეთის მუსიკის დიდების დარბაზში იქნა შეყვანილი, სიდ ბარეტთან (რომელიც, რა თქმა უნდა, არ ესწრებოდა ცერემონიას) და როჯერ უოტერსთან (რომელიც პირდაპირ ეთერში ჩაერთო რომიდან) ერთად.

2005 წლის შემოდგომაზე გამოვიდა როჯერ უოტერსის ოპერა Ça Ira, რომელიც ეძღვნება ბასტილიის აღების იუბილეს.როჯერი მასზე 15 წლის განმავლობაში მუშაობდა. 2006 წლის 6 მარტს გამოვიდა დევიდ გილმორის მესამე სოლო ალბომი On an Island, რომლის ჩაწერაშიც მონაწილეობა მიიღეს რიჩარდ რაიტმა, პინკ ფლოიდის ერთ-ერთმა პირველმა გიტარისტმა ბობ (რადო) კლოუზმა და სხვა ცნობილმა მუსიკოსებმა.2006 წლის მარტში ასევე დაიწყო დევიდის ევროპული ტური.იგი გაგრძელდა ამერიკაში და დასრულდა ინგლისში.მისი მეორე ეტაპი უფრო მოკლე იყო, რომლის მსვლელობისას ასევე გაიმართა დიდი კონცერტი გდანსკში, სადაც გილმორთან ერთად დაუკრა ორკესტრმაც.როიალ ალბერტ ჰოლში გამართული კონცერტი კი გამოიცემა 2007 წელს, ორმაგი DVD დისკის სახით.

იმავე პერიოდში მსოფლიო ტური დაიწყო როჯერ უოტერსმაც.პირველად, 1975 წლიდან იგი საკუთარ ბენდთან ერთად ასრულებდა ალბომს The Dark Side of the Moon.ტურის მსვლელობისას ასევე სრულდებოდა სიმღერა Leaving Beirut.

2006 წლის 7 ივლისს მწვავე დიაბეტის გამო გარდაიცვალა სიდ ბარეტი.მისი სახლი და ქონება, ასევე მისი ნახატები გატანილი იქნა აუქციონზე.სიდის დის, როზმარის თხოვნით, ჯგუფის წევრები არ მისულან სიდის დასაფლავებაზე, რათა არ მიეპყროთ ბრიტანელი ჟურნალისტების ყურადღება.მიუხედავად ამისა, როჯერმა და გილმორმა საკუთარ კონცერტებზე მიუძღვნეს სიდს სხვადასხვა სიმღერა.

2006 წლის ბოლოს გამოიცა დევიდის სინგლი "Arnold Layne", რომელზეც ჩაწერილია ამ სიმღერის ორი საკონცერტო ვერსია 2006 წლის ტურიდან - რიჩარდ რაიტისა და დევიდ ბოუის ვოკალით.

ცნობილია, რომ უოტერსი და რაიტი მუშაობენ სოლო-ალბომებზე, აგრეთვე საუბარია "კედლის" შესაძლოა სასცენო დადგმაზე, ბროდვეიზე.ამჟამად როჯერ უოტერსი აწყობს კონცერტებს 2007 წლის ტურის ფარგლებში.მან ასევე ჩაწერა სიმღერა "Hello (I Love You)", რომელიც შევა 2007 წლის ფილმში "The Last Mimzy"

[რედაქტირება] ჯგუფის მომავალი

2005 წლის ივლისში, Live 8-ზე გამოსვლის შემდეგ, ბევრს მსმენელს ჰქონდა იმედი, რომ ჯგუფი კვლავ გაერთიანდება.დღეისათვის, დევიდ გილმორი უარყოფს ჯგუფთან ერთად მასშტაბური ტურების შესაძლებლობას, თუმცა, არ გამორიცხავს, რომ შეიძლება Live 8-ის მსგავს კიდევ ერთ კონცერტზე გამოსვლა.რიჩარდ რაიტი ამ საკითხთან დაკავშირებით სდუმს (იგი ყოველთვის გამოირჩეოდა იმით, რომ ნაკლებად იძლეოდა ინტერვიუებს).როჯერ უოტერსი, უკანასკნელი ინტერვიუებიდან გამომდინარე, თვლის, რომ კარგი იქნებოდა კონცერტების სერიის გამართვაც.ხოლო ნიკ მეისონი ამ საკითხთან დაკავშირებით ყველაზე პოზიტიურად აზროვნებს - მისი აზრით, ჯგუფს შეუძლია კიდევ ერთი ალბომის ჩაწერაც. 2007 წლის 14 მარტს, გამოცემამ New York Daily News გამოაცხადა, რომ პინკ ფლოიდის ოთხივე წევრი მიწვეულია 7 ივლისის საქველმოქმედო კონცერტზე Live Earth.ჯგუფის საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ-ჯერობით უცნობია, თუმცა, როჯერის თქმით, მას ამასთან დაკავშირებით პრობლემები არ გააჩნია და შეუძლია კიდევ ერთხელ ამ ნაბიჯის გადადგმა.

[რედაქტირება] დისკოგრაფია

[რედაქტირება] ალბომები

დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხილეთ სტატია პინკ ფლოიდის ალბომები.

1967 The Piper at the Gates of Dawn
1968 A Saucerful of Secrets
1969 Music from the Film More
1969 Ummagumma
1970 Atom Heart Mother
1971 Relics
1971 Meddle
1972 Obscured by Clouds
1973 The Dark Side of the Moon
1975 Wish You Were Here
1977 Animals
1979 The Wall
1981 A collection of great dance songs
1983 The Final Cut
1987 A Momentary Lapse of Reason
1988 Delicate sound of thunder
1994 The Division Bell
1995 Pulse
2000 Is there anybody out there? The Wall Live 1980-1981
2001 Echoes - The best of Pink Floyd


[რედაქტირება] სინგლები

დეტალებისათვის იხილეთ სტატია პინკ ფლოიდის სინგლები

[რედაქტირება] ვიდეოფილმები

დეტალებისათვის იხილეთ სტატია ფილმები პინკ ფლოიდზე და მისი მონაწილეობით

  • 1969: More (ფილმი)
  • 1981: Zabriskie point (ფილმი)
  • 1972: Pink Floyd Live at Pompeii
  • 1972: La Vallee
  • 1979: The Wall (ფილმი)
  • 1983: The Final Cut EP
  • 1988: Delicate sound of thunder (ფილმი)
  • 2003: The dark side of the moon (ფილმი)
  • 2004: The Pink Floyd & Syd Barrett story
  • 2005: The Committee
  • 2005: London '66 - '67
  • 2005: Live 8
  • 2006: P.u.l.s.e (ფილმი)

[რედაქტირება] სცენაზე

დეტალებისათვის იხილეთ სტატია პინკ ფლოიდის კონცერტები

პინკ ფლოიდი ასევე ცნობილია მაღალი კლასის სასცენო განათებით, სლაიდ და ლაზერ-შოუთი და სხვადასხვა საინტერესო ვიზუალური ეფექტით.1960-იანების ბოლოდან მოყოლებული, ჯგუფის თითქმის ყველა ალბომის გამოსვლას თან ახლდა საკონცერტო ტური. ერთადერთი გამონაკლისი იყო The Final Cut - იგეგმებოდა საკონცერტო ტური, თუმცა იგი არასოდეს ჩატარებულა.

[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება] ფანების გვერდები

Static Wikipedia (no images)

aa - ab - af - ak - als - am - an - ang - ar - arc - as - ast - av - ay - az - ba - bar - bat_smg - bcl - be - be_x_old - bg - bh - bi - bm - bn - bo - bpy - br - bs - bug - bxr - ca - cbk_zam - cdo - ce - ceb - ch - cho - chr - chy - co - cr - crh - cs - csb - cu - cv - cy - da - de - diq - dsb - dv - dz - ee - el - eml - en - eo - es - et - eu - ext - fa - ff - fi - fiu_vro - fj - fo - fr - frp - fur - fy - ga - gan - gd - gl - glk - gn - got - gu - gv - ha - hak - haw - he - hi - hif - ho - hr - hsb - ht - hu - hy - hz - ia - id - ie - ig - ii - ik - ilo - io - is - it - iu - ja - jbo - jv - ka - kaa - kab - kg - ki - kj - kk - kl - km - kn - ko - kr - ks - ksh - ku - kv - kw - ky - la - lad - lb - lbe - lg - li - lij - lmo - ln - lo - lt - lv - map_bms - mdf - mg - mh - mi - mk - ml - mn - mo - mr - mt - mus - my - myv - mzn - na - nah - nap - nds - nds_nl - ne - new - ng - nl - nn - no - nov - nrm - nv - ny - oc - om - or - os - pa - pag - pam - pap - pdc - pi - pih - pl - pms - ps - pt - qu - quality - rm - rmy - rn - ro - roa_rup - roa_tara - ru - rw - sa - sah - sc - scn - sco - sd - se - sg - sh - si - simple - sk - sl - sm - sn - so - sr - srn - ss - st - stq - su - sv - sw - szl - ta - te - tet - tg - th - ti - tk - tl - tlh - tn - to - tpi - tr - ts - tt - tum - tw - ty - udm - ug - uk - ur - uz - ve - vec - vi - vls - vo - wa - war - wo - wuu - xal - xh - yi - yo - za - zea - zh - zh_classical - zh_min_nan - zh_yue - zu -

Static Wikipedia 2007 (no images)

aa - ab - af - ak - als - am - an - ang - ar - arc - as - ast - av - ay - az - ba - bar - bat_smg - bcl - be - be_x_old - bg - bh - bi - bm - bn - bo - bpy - br - bs - bug - bxr - ca - cbk_zam - cdo - ce - ceb - ch - cho - chr - chy - co - cr - crh - cs - csb - cu - cv - cy - da - de - diq - dsb - dv - dz - ee - el - eml - en - eo - es - et - eu - ext - fa - ff - fi - fiu_vro - fj - fo - fr - frp - fur - fy - ga - gan - gd - gl - glk - gn - got - gu - gv - ha - hak - haw - he - hi - hif - ho - hr - hsb - ht - hu - hy - hz - ia - id - ie - ig - ii - ik - ilo - io - is - it - iu - ja - jbo - jv - ka - kaa - kab - kg - ki - kj - kk - kl - km - kn - ko - kr - ks - ksh - ku - kv - kw - ky - la - lad - lb - lbe - lg - li - lij - lmo - ln - lo - lt - lv - map_bms - mdf - mg - mh - mi - mk - ml - mn - mo - mr - mt - mus - my - myv - mzn - na - nah - nap - nds - nds_nl - ne - new - ng - nl - nn - no - nov - nrm - nv - ny - oc - om - or - os - pa - pag - pam - pap - pdc - pi - pih - pl - pms - ps - pt - qu - quality - rm - rmy - rn - ro - roa_rup - roa_tara - ru - rw - sa - sah - sc - scn - sco - sd - se - sg - sh - si - simple - sk - sl - sm - sn - so - sr - srn - ss - st - stq - su - sv - sw - szl - ta - te - tet - tg - th - ti - tk - tl - tlh - tn - to - tpi - tr - ts - tt - tum - tw - ty - udm - ug - uk - ur - uz - ve - vec - vi - vls - vo - wa - war - wo - wuu - xal - xh - yi - yo - za - zea - zh - zh_classical - zh_min_nan - zh_yue - zu -

Static Wikipedia 2006 (no images)

aa - ab - af - ak - als - am - an - ang - ar - arc - as - ast - av - ay - az - ba - bar - bat_smg - bcl - be - be_x_old - bg - bh - bi - bm - bn - bo - bpy - br - bs - bug - bxr - ca - cbk_zam - cdo - ce - ceb - ch - cho - chr - chy - co - cr - crh - cs - csb - cu - cv - cy - da - de - diq - dsb - dv - dz - ee - el - eml - eo - es - et - eu - ext - fa - ff - fi - fiu_vro - fj - fo - fr - frp - fur - fy - ga - gan - gd - gl - glk - gn - got - gu - gv - ha - hak - haw - he - hi - hif - ho - hr - hsb - ht - hu - hy - hz - ia - id - ie - ig - ii - ik - ilo - io - is - it - iu - ja - jbo - jv - ka - kaa - kab - kg - ki - kj - kk - kl - km - kn - ko - kr - ks - ksh - ku - kv - kw - ky - la - lad - lb - lbe - lg - li - lij - lmo - ln - lo - lt - lv - map_bms - mdf - mg - mh - mi - mk - ml - mn - mo - mr - mt - mus - my - myv - mzn - na - nah - nap - nds - nds_nl - ne - new - ng - nl - nn - no - nov - nrm - nv - ny - oc - om - or - os - pa - pag - pam - pap - pdc - pi - pih - pl - pms - ps - pt - qu - quality - rm - rmy - rn - ro - roa_rup - roa_tara - ru - rw - sa - sah - sc - scn - sco - sd - se - sg - sh - si - simple - sk - sl - sm - sn - so - sr - srn - ss - st - stq - su - sv - sw - szl - ta - te - tet - tg - th - ti - tk - tl - tlh - tn - to - tpi - tr - ts - tt - tum - tw - ty - udm - ug - uk - ur - uz - ve - vec - vi - vls - vo - wa - war - wo - wuu - xal - xh - yi - yo - za - zea - zh - zh_classical - zh_min_nan - zh_yue - zu

Static Wikipedia February 2008 (no images)

aa - ab - af - ak - als - am - an - ang - ar - arc - as - ast - av - ay - az - ba - bar - bat_smg - bcl - be - be_x_old - bg - bh - bi - bm - bn - bo - bpy - br - bs - bug - bxr - ca - cbk_zam - cdo - ce - ceb - ch - cho - chr - chy - co - cr - crh - cs - csb - cu - cv - cy - da - de - diq - dsb - dv - dz - ee - el - eml - en - eo - es - et - eu - ext - fa - ff - fi - fiu_vro - fj - fo - fr - frp - fur - fy - ga - gan - gd - gl - glk - gn - got - gu - gv - ha - hak - haw - he - hi - hif - ho - hr - hsb - ht - hu - hy - hz - ia - id - ie - ig - ii - ik - ilo - io - is - it - iu - ja - jbo - jv - ka - kaa - kab - kg - ki - kj - kk - kl - km - kn - ko - kr - ks - ksh - ku - kv - kw - ky - la - lad - lb - lbe - lg - li - lij - lmo - ln - lo - lt - lv - map_bms - mdf - mg - mh - mi - mk - ml - mn - mo - mr - mt - mus - my - myv - mzn - na - nah - nap - nds - nds_nl - ne - new - ng - nl - nn - no - nov - nrm - nv - ny - oc - om - or - os - pa - pag - pam - pap - pdc - pi - pih - pl - pms - ps - pt - qu - quality - rm - rmy - rn - ro - roa_rup - roa_tara - ru - rw - sa - sah - sc - scn - sco - sd - se - sg - sh - si - simple - sk - sl - sm - sn - so - sr - srn - ss - st - stq - su - sv - sw - szl - ta - te - tet - tg - th - ti - tk - tl - tlh - tn - to - tpi - tr - ts - tt - tum - tw - ty - udm - ug - uk - ur - uz - ve - vec - vi - vls - vo - wa - war - wo - wuu - xal - xh - yi - yo - za - zea - zh - zh_classical - zh_min_nan - zh_yue - zu