მესტია
ვიკიპედიიდან
მესტია - დაბა, მესტიის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს მესტიის ქვაბულში, მდინარეების მესტიაჭალასა და მულხრის ნაპირებზე (ზღვის დონიდან 1500 მ, ზუგდიდიდან 128 კმ). დაბის სტატუსი მიენიჭა 1968 წელს. მოსახლეობა 2.6 ათასი (2002). მესტია ქართული ხუროთმოძღვრებისა და ეთნოგრაფიის ერთ-ერთი ღირშესანიშნავი ძეგლია. აქ კარგადაა შემონახული შუა საუკუნეების საერო, საკულტო და თავდაცვითი ნაგებობები. დაბაში არის ადმინისტრაციული, კულტურის (სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი, მ.ხერგიანის ძეგლი), განათლების, ჯანდაცვის და ტურიზმის (ტურბაზა, ტურისტული სასტუმრო) დაწესებულებები.