განხილვა:მიხაილ I რომანოვი
ვიკიპედიიდან
ქართულად მართებულია მიხეილ თედორეს ძე რომანოვი.Zangala 21:40, 21 თებერვალი 2006 (UTC)
- ჰმმ, ყველა სხვა ენაზე რუსული ვარიანტითაა. მე უფრო იმაზე ვორჭოფობდი 'მიხეილ' უნდა იყოს თუ 'მიხაილ', ისე ცხადია, რომ რამდენიმე ვარიანტის რედირექტი უნდა გაკეთდეს. გიორგისაც ხომ არ ვკითხოთ რას ფიქრობს? Alsandro 21:53, 21 თებერვალი 2006 (UTC)
გიორგის აზრი იქნება, როგორც რუსეთშია - ე.ი. როგორც შენ დაწერე + მიხეილის მაგივრად მიხაილს დაწერდა. მაგრამ ეს ქართული არ არის. გიორგი ლინგვისტი არ არის.Zangala 22:09, 21 თებერვალი 2006 (UTC)
- გამარჯობათ. ქართული ფორმაა - მიქაელი, რუსული - მიხაილი, ინგლისური - მაიკლ, ფრანგული - მიშელ და ა.შ. რაც შეეხება "მიხეილს" ეს რუსული მიხაელის დამახინჯებული ქართული ფორმაა. მარტალია მე ლინგვისტი არ ვარ, მაგრამ საინტერესოა რატომ ვთარგმნით ამ სახელის რუსულ ვარიანნტს და არა გერმანულ-ფრანგულ-ინგლისურს? ან რა დაშავდება თუ ვიხმართ "მიხაილს"? მე მგონი მარტო შენ გაქვს ცანგალა ამაზე პრობლემა, სხვას არავის. კიდევ ერთხელ გთხოვ დატოვე ის ვერსია რომელიც მე დავწერე და თუ შენ ფიქრობ რომ ახალ იუზერს გაუჭირდება ამ პიროვნების მოძებნა მაშინ შექმენი "მიხეილ რომანოვი" და რედირექტი გაუკეთე მიხაილზე. სათაურების ცასწორება არ მიმაჩნია მარტებულ გზად. პატივისცემით გიორგი მარუაშვილი.
გიორგი ნამდვილად დროზე გამოჩნდა. ქვემოთ მოცემული ინფორმაციებებიდან მიხეილი რუსულის მიხაილის დამახინჯებული ფორმა არ არის. რამდენად დასაყრდნობია - ეს მეორე საკითხია. მაგრამ ორივე ინფორმაცია რუსულთან არავითარ კავშირზე არ საუბრობს. ორივე ლაპარაკობს, რომ მიქაელისგან არის მიღებული მიხეილი.
- მიხეილ (ძველი ებრაული) - მიღებულია მიქაელ-ისაგან. რომელიც ნიშნავს "ღვთის სწორს", "ღვთაებრივს". მისი კნინობითი ფორმებია: მიხა, მიხო, მიხაკო. [1]