მუხრანბატონი, აშოთან
ვიკიპედიიდან
აშოთან ბაგრატის ძე მუხრანბატონი(† 1561), მუხრანბატონების სახლის უფროსი და შიდა ქართლის სადროშოს სარდალი XVI საუკუნის 30-იანი წლებიდან 1561-მდე. მუხრანბატონი გახდა მამამისის, ბაგრატის ბერად აღკვეცის შემდეგ. მისი ერთი ასული, დედისიმედი, ცოლად ჰყავდა ათაბაგ ქაიხოსრო II-ს, ხოლო მეორე - ქეთევანი (შემდეგში ქეთევან წამებული) - კახთა მეფეს დავით I-ს. დაიღუპა ფხოველებთან ბრძოლაში.