ნატრიუმქლორიდი
ვიკიპედიიდან
ნატრიუმქლორიდი , ქლორიანი ნატრიუმი, სუფრის მარილი, NaCl, უფერული კრისტალები, სიმკვრივე 2161 კგ/მ³, tდნ 801°C, ბუნებაში გავრცელებულია ქვამარილის სახით. ნატრიუმქლორიდიმნიშვნელოვანი საკვები პროდუქტია, იყენებენ ხორცის, თევზისა და სხვა დასაკონსერვებლად, საქონლის საკვებისათვის. ნატრიუმქლორიდი ქიმიური ნედლეულის ერთერთი მთავარი სახეა, მისგან ღებულობენ ნატრიუმის ჰიდროჟანგს, ქლორს, სოდას, ნატრიუმსულფატს და სხვა.