ნიუ-იორკის საჯარო ბიბლიოთეკა
ვიკიპედიიდან

ნიუ-იორკის სახალხო ბიბლიოთეკა (The New York Public Library - NYPL) -- ნიუ-იორკის სამი სახალხო ბიბლიოთეკის სისტემიდან ერთ-ერთია და ერთ-ერთი წამყვანი ბილბლიოთეკაა აშშ-ში. დანარჩენი ორი ბიბლიოთეკა მდებარეობს ბრუკლინში და ქვინსში.
სახალხო ბიბლიოთეკის მთავარი შენობა მეხუთე ავენიუზე (#455 მე-5 ავენიუ) ბოზ-არტის სტილის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო ნიმუშია, აშენებული არქიტექტურული ფირმა "კარერა ენდ ჰასტინგს" მიერ. ბიბლიოთეკის მფლობელობაშია ისეთი უმნიშვნელოვანესი წიგნები, როგორიცაა მაგ. გიუტენბერგის ბიბლია და "Philosophiae Naturalis Principia Mathematica".