ბოზ-არტი
ვიკიპედიიდან
ბოზ-არტი (ფრანგ. Beaux-Arts), არქიტექტურული სტილი, რომელიც გვიან ნაოკლასიციზმად მიიჩნევა.
[რედაქტირება] წარმოშობა და განსაზღვრება
ბოზ-არტის, როგორც სტილის წარმოშობა უკავშირდება არქიტექტურის სამეფო აკადემიის მიერ 250 წლის განმავლობაში დანერგილ სწავლებას. რევოლუციის სემდგომ კი სამეფო აკადემია შეცვალა საფრანგეთის ხელოვნების აკადემიამ. ამ მიმართულებისთვის დამახასიათებელი ესთეტიკა წარმოჩნდა რომში არქიტექტურის უმაღლესი პრემიის კონკურსზეც. ამ სტილის ძირითადი ორიენტაციები მომდინარეობს საფრანგეთში ხელოვნების სკოლიდან. ეს სტილი წარმატების მწვერვალს აღწევს XIX საუკუნეში და არსებობას განაგრძობს 1968 წლამდე. დიდ გამოძახილს ჰპოულობს აშშ-შიც 1860 წლიდან XX საუკუნის შუა ხანებამდე.
[რედაქტირება] ბოზ-არტის სტილის ძირითადი მახასიათებლები
- სიმეტრია
- სივრცეთა იერარქიზაცია.
- ძველ სტილებთან მეტ-ნაკლებად ექსპლიციტური კავშირი, ეკლექტიზმისადმი, ანუ ეპოქათა აღრევისადმი ტენდენცია: ნეო-რომანული, ნეო-რენესანსული, ნეო-ბიზანტიური, ნეო-კლასიკური.
- არქიტექტურული დეტალების სიუხვე და სიზუსტე: ბალუსტრადები, ქანდაკებები, კოლონები, გირლანდები, დიდი კიბე, დიდი თაღები.
- ზოგ შემთხვევაში პოლიქრომია.
- მონუმენტური და გრანდიოზული კონცეფცია.
[რედაქტირება] არქიტექტურული ნიმუშები
- ხელოვნების სკოლა, (საფრანგეთი)
- ოპერა გარნიე, (საფრანგეთი)
- ტროკადეროს სასახლე, (საფრანგეთი)
- ორსეის მუზეუმი, (საფრანგეთი)
- პეტი პალე, (საფრანგეთი)
- გრან პალე, (საფრანგეთი)
- შაიოს სასახლე, (საფრანგეთი)
- ბოსტონის საჯარო ბიბლიოთეკა, (აშშ)
- დიდი ცენტრალური ტერმინალი, (აშშ)
- ნიუ იორკის საჯარო ბიბლიოთეკა, (აშშ)
- უოლდორფი, (აშშ)