ოაზისი
ვიკიპედიიდან
ოაზისი -- ტერიტორია, რომელიც განლაგებულია უდაბნოში ბუნებრივი ტბის ან წყაროს მახლობლად. საკმარისი ტენიანობის გამო, უხვი მზის წყალობით, უდაბნოს ნიადაგზე ნაყოფიერად იზრდება სხვადასხვა მცენარე. სხვადასხვა უდაბნოსა და ადგილას, ოაზისები შესაძლოა მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან - სიდიდითა და ლანდშაფტით. ოაზისი შეიძლება წარმოადგენდეს უდაბნოს მცირე ზომის ტბას, რომელიც გარშემორტყმულია ფინიკის პალმებით. უდაბნოს ასეთი ადგილები ძველთაგანვე იზიდავდა მომთაბარე მოსახლეობას და ოაზისების ადგილას შენდებოდა ქალაქები, საკუთარი წარმოებით და სხვა ინფრასტრუქტურით. უდაბნოს რაინობში დასახლებული ადამიანებისთვის ოაზისი არა მარტო წყლის, არამედ სოფლის მეურნეობის პროდუქტების ერთ-ერთ წყაროს წარმოადგენს. ოაზისური მეურნეობა, დღეს მიწათმოქმედების ერთერთი მნიშვნელოვანი ფორმაა.