ორბი
ვიკიპედიიდან
ორბი (Gyps), ფრინველთა გვარი შავარდნისნაირთა რიგისა. ტანად დიდი ფრინველია. მათი სხეულის სიგრძე 1 მაღწევს, ფრთების შლილი 2,5 მ, მასა 8 კგ. გავრცელებულია ევროპაში, აზიასა და ჩრდილოეთ აფრიკაში. ყოფილ სსრკ-ის ტერიტორიაზე ბინადრობს 2 სახეობა:ორბი (Gypa fulvus) და კუმაი (Gypa hymalaiensis), რომელთაგან პირველი გავრცელებულია ყირიმში, კავკასიასა და შუა აზიაში, მეორე კი პამირისა და ტიან-შანის მთიანეთში. საქართველოში გავრცელებული ორბი მტამაღალის მკვიდრია, ცხოვრობს მთის მშრალ და ღია ლანდშაფტებში, ბუდობს კლდეებზე, ხევებსა ან ბორცვებზე. ვერტიკალურად აღწევს 3400 მეტრს. ხშირად ბუდობს კოლონიებად. დედალი დებს 1 კვერცხს, კრუხობს ორივე მშობელი 48-54 დღეს. იკვებება დიდი ცხოველების მძორით. რაოდენობა თანდათან კლებულობს. შეტანილია საქართველოს "წითელ წიგნში".