ოცნება შენზე
ვიკიპედიიდან
”ოცნება შენზე” - ლელა წურწუმიას რიგით მეორე ალბომია. მასში შესულია ყველა ის სიმღერა, რომელიც ლელამ თავის პირველ სოლოკონცერტზე იმღერა. აქედან, 13 ახალი და 4 ძველი სიმღერა. ”ოცნება შენზე” რადიკალურად განსხვავდება ლელას სადებიუტო ნამუშევრისაგან და ეს ალბომი უკვე წარმოადგენს დასავლური პოპის, ქართული საესტრადო მუსიკის, მსუბუქი ჯაზისა და ენერგიული რიტმების ნაზავს, რითაც ლელამ გარდატეხა შეიტანა თავის რეპერტუარსა და შემოქმედებაში. შეიძლება ითქვას ამ ალბომით ერთიორად გაიზარდა ლელა წურწუმიას პოპულარობის დონე.
[რედაქტირება] სიმღერები
- ვაგიფი
- რად მინდოდა
- ვერ აგისრულე
- შორს ხარ
- Одиночество
- შემოდგომის სურნელი
- უსასრულო თოვა
- მონატრება
- ოცნება შენზე
- Колокол
- სიზმარი
- იდუმალი ღამე
- დამიბრუნე სიყვარული
- Самба
- თბილისო
- გული მაინც გელოდა
- სადა ხარ