პემბროკის ციხე-სიმაგრე
ვიკიპედიიდან
პემბროკის ციხე-სიმაგრე (ინგლ.: Pembroke Castle; უელს.: Castell Penfro) მდებარეობს უელსში. იგი სამი მხრიდან შემოსაზღვრულია მდ. ქლედაუთი, რაც მას ძნელად მისასვლელს ხდიდა მტრისთვის. ადგილის ისტორია რომაული ეპოქიდან იწყება, თუმცა დღეისათვის მნიშნელოვანი ისტორიული ნაშთები შემორჩენილი არაა.
ციხე-სიმაგრე აგებულ იქნა 1093 წელს ნორმანთა ეპოქაში. 1138 წელს იგი ჟილბერ დე კლარის (1-ლი პემბროკის გრაფი) საკუთრება გახდა. მოგვიანებით ციხე-სიმაგრეს საგრაფოსთან ერთად დაეუფლა ჯესპერ ტიუდორი (1-ლი პემბროკის ჰერცოგი), რომელმაც აქ თავი შეაფარებინა მისი მოკლული ძმის ცოლს მარგარეტ ბოფორს. იგი ფეხმძიმედ იყო და შეეძინა ვაჟი, მომავალი ინგლისის მეფე ჰენრი VII ტიუდორი.
პემბროკის ციხე-სიმაგრე დანგრეულ იქნა ინგლისის სამოქალაქო ომის დროს, როდესაც ოლივერ კრომველმა უბრძანა ადგილობრივ მცხოვრებლებს შეეტიათ მონარქისტი მფლობელისათვის და საძირკვლამდე დაენგრიათ ციხე.
დრეისათვის ციხე-სიმაგრეს იცავს «უელსის ისტორიულ ძეგლთა აღმასრულებელი სააგენტო» და იგი ღიაა ტურისტებისათვის.