ინგლისური ენა
ვიკიპედიიდან
ინგლისური ენა – ინგლისელების, ამერიკელების, ანგლო-კანადელების, ავსტრალიელების, ახალზელანდიელების და სხვა ხალხების ენა, მიეკუთვნება ინდოევროპულ ენათა ოჯახის გერმანულ ჯგუფს.
სექციების სია |
[რედაქტირება] ზოგადი ცნობები
- მოლაპარაკეთა რაოდენობა: 380 მლნ (მშობლიური ენა), 600 მლნ (მეორე ენა)
- ენის კოდი: en
- სახელწოდება: en - English; eo - Angla
- დამწერლობა: ლათინური
სალიტერატურო ინგლისური ჩამოყალიბდა XVI საუკუნეში ლონდონური დიალექტის საფუძველზე. ცნობილია მისი ფორმები: ძველინგლისური (ანუ ანგლო-საქსური) - V-XI სს.; საშუალოინგლისური - XI-XVI სს.; ახალინგლისური - XI ს-დან. წერილობითი ძეგლები VII ს-დან.
[რედაქტირება] სტატუსი
ოფიციალური ენა:
- ავსტრალია
- ახალი ზელანდია - მაორულთან ერთად.
- ბაჰამის კუნძულები
- ბელიზი
- ბოტსვანა
- გაიანა
- გამბია
- ზამბია
- ინდოეთი - სხვა 15 ენასთან ერთად.
- ირლანდია - ირლანდიურთან ერთად.
- კანადა - ფრანგულთან ერთად.
- კენია - სუაჰილისთან ერთად.
- კირიბატი
- ნიგერია
- პაკისტანი
- პაპუა-ახალი გვინეა - ტოკ-პისინთან და მოტუსთან ერთად.
- სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა - სხვა 11 ენასთან ერთად.
- სინგაპური - მალაიურთან, ტამილურთან და ჩინურთან ერთად.
- ფილიპინები - ფილიპინურთან ერთად.
- ფიჯი - ფიჯიურთან და ჰინდისთან ერთად.
გავრცელების არეალი:
აშშ (210 მლნ), დიდი ბრიტანეთი (55), კანადა (17,1), ავსტრალია (15,7), ახალი ზელანდია (3,2), სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა (3,5), ირლანდია (2,6), ინდოეთი (მეორე ენა – 11 მლნ).
[რედაქტირება] გრამატიკა
სიტყვათა რიგი ფიქსირებულია. ლექსიკაში დიდი ადგილი უკავია ნასესხებ სიტყვებს (სიტყვიერი მარაგის დაახლოებით 70%). ორთოგრაფიაში მნიშვნელოვანწილად შენარჩუნებულია ტრადიციული ფორმები.
...
[რედაქტირება] ლექსიკა
ფრაზები და სიტყვები
- გამარჯობა - Hello
- კეთილი იყოს თქვენი მობრძანება - Welcome
- გმადლობთ - Thank you
- კი / არა - Yes / No
- გეთაყვა - Please
- ნახვამდის - Good-bye
რიცხვები
- 1 – one, 2 – two, 3 – three, 4 – four, 5 – five, 6 – six, 7 – seven, 8 – eight, 9 - nine, 10 - ten