პიეტა
ვიკიპედიიდან
პიეტა (იტ.: Pietà - თანაგრძნობა, ღვთისმოსაობა) ძვ. რომაულ მითოლოგიაში მშობლების მიმართ შვილის სიყვარულის განსახიერება. ლეგენდის მიხედვით, სიკვდილმისჯილი მამა (თუ დედა) ქალიშვილს ძუძუთი გამოუკვებავს და სიცოცხლე გაუხანგრძლივებია. პიეტას გამოსახავდნენ ქალის სახით, მისი ატრიბუტებია ბავშვები და წერო. პიეტას უწოდებენ აგრეთვე იესო ქრისტეს დატირების სცენებს (ღვთისმშობელი და მკვდარი ქრისტე). პიეტას სახელით არის ცნობილი მიქელანჯელოს განთქმული კომპოზიცია.