პიკერინგი, ტიმოთი
ვიკიპედიიდან
ტიმოთი პიკერინგი (17 ივლისი, 1745 – 29 იანვარი, 1829) აშშ–ს მესამე სახელმწიფო მდივანი, ამ პოსტზე მსახურობდა 1795 წლიდან 1800 წლამდე, ორი პრეზიდენტთან ჯორჯ ვაშინგტონთან და ჯონ ადამსთან.
პიკერინგი დაიბადა სალემში (მასაჩუსეცი). 1763 წელს დაამთავრა ჰარვარდის უნივერსიტეტი. თავიდან იგი რევოლუციონერებს ოპიზიციაში ედგა, თუმცა 1777 წელს მან მიიღო გენერალ ჯორჯ ვაშინგტონის შეთავაზება, ემსახურა გენერალ ადიუტანტად, მან დიდი წვლილი შეიტანა რევოლუციის გამარჯვებაში.
1791 წელს ვაშინგტონმა პიკერინგი ფოსტის ხელმძღვანელად დანიშნა. იგი ამ პოსტზე 1795 წლამდე მუშაობდა. დროებით ომის მინისტრი იყო, ხოლო 1795 წლიდან 1800 წლამდე სახელმწიფო მდივანი.
1803 წელს ის გახდა აშშ სენატის წევრი, ფედერალისტთა პარტიიდან. 1812 წელს სენატორობიდან წასვლის შემდეგ ის არჩეულ იქნა წარმომადგენელთა პალატაში, სადაც მოღვაწეობდა 1816 წლამდე.
1816 წლიდან იგი დაბრუნდა სალემში და სიცოცხლის ბოლომდე იქ ცხოვრობდა.