რუბი (პროგრამირების ენა)
ვიკიპედიიდან
რუბი წარმოადგენს მაღალი დონის დინამიურ, ობიექტ ორიენტირებულ ენას. მან განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა ვებ–პროგრამირების კარკასის, "რეილზის" შექმნის შემდეგ.
რუბის ძირითად პარადიგმას წარმოადგენს კლასებზე დაფუძნებული ობიექტ ორიენტირებული პროგრამირება შეტყობინებათა გადაცემის მექანიზმით (Class-based OOP via the message passing). ეს კი, შედეგად იძლევა, რომ:
- რუბიში ყველაფერი ობიექტია
- რუბიში არ არსებობენ მეთოდები და ფუნქციები, როგორც ასეთი; მათ როლს ასრულებს შეტყობინებები და პროცედურა–ობიექტები
- შესაძლებელია შეტყობინების კონვერტაცია პროცედურა–ობიექტად
- შესაძლებელია პროცედურა–ობიექტის კონვერტაცია შეტყობინებად
- შესაძლებელია ანონიმური პროცედურა–ობიექტების შექმნა
ცხადია, რუბი მოდულარულია და ამდენად, შესაძლებელია ფუნქციების ემულაცია. თუმცა გასათვალისწინებელია შემდეგი გარემოება: რუბის მოდული სავსებით ჩვეულებრივი კლასია, კონკრეტული მოდული – ამ კლასის ეგზემპლარი, ხოლო მოდულში მოცემული ფუნქციები კი რეალურად სხვა არაფერია, თუ არა მოდულის კლას–შეტყობინებები (ჯავას სტატიკური მეთოდების ანალოგები). ამდენად, შესაძლებელია ნებისმიერი კლასის გაფართოება მოდულით; მაგალითად:
class Someclass include Somemodule #მოდულში მოცემული ფუნქციები ემატება კლასის ყველა ეგზემპლარს end
sm = Someclass.new sm.extend Somemodule #მოდულში მოცემული ფუნქციები ემატება ამ კონკრეტულ ეგზემპლარს
რუბის შეტყობინებები შეიძლება, იყვნენ იტერატორები. ამ უკანასკნელთ ყოველთვის მოყვება ანონიმური პროცედურა–ობიექტი, რომელსაც გადაეცემა იტერაციის შედეგი:
def dummy_iter yield 1 yield 2 end
dummy_iter { |x| puts x*x } #-> შედეგი:1 4
შეტყობინებების აქტივაციისას ფრჩხილების გამოყენება ფაკულტატურია, მაგ.
some_mes 10 20 იგივეა, რაც some_mes(10, 20)
რუბის უაღრესად მნიშვნელოვანი მახასიათებელია ის, რომ ნებისმიერ შეტყობინებას შეუძლია, ცხადი სახით ჰქონდეს არგუმენტად ანონიმური ბლოკი:
def block_consumer( a, &b ) #message body end
აქ &b ანონიმური ბლოკია. მისი ყოფნის შემოწმება ხდება გლობალური ცვლადით "block_given?". ეს საშუალებას გვაძლევს, ადვილად განვახორციელოთ ტრანზაქცია:
block_consumer a do |inner_var| #transaction code end
ან შესრულდება transaction code–ის ყველა ინსტრუქცია, ან ერცერთი. ანონიმური ბლოკების გამოყენება საშუალებას გვაძლევს, აგრეთვე, შევქმნათ ამოცანის სპეციფიკური მიკრო–ენები, ეს რუბის გამოყენების ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი სფეროა.
რუბი, ისევე როგორც პითონი, მეტა–პროგრამირების ფართო საშუალებებს იძლევა. ყოველივე ზემოხსენებილი, და ასევე, რუბის პროგრამების გავრცელებისა და მოპოვების ონლაინ–უტილიტა gem, უტილიტა rake, პროგრამების შესრულება–განთავსების კარკასი capistrino ვებ–პროგრამირების კარკასი rails განაპირებობს რუბის მზარდ პოპულარობას.