დახმარება:საერთო რჩევები
ვიკიპედიიდან
რჩევები ვიკიპედიის ახალბედა რედაქტორებს:
- სტატიას სახელი დაარქვით ვიკიპედიის წესების დაცვით (გვერდების სახელები)
- დაწერეთ სტატია არატენდენდენციურად (ნეიტრალური თვალსაზრისი).
- არ გამოიყენოთ ინფორმაცია, რომლის საავტორო უფლებები დაცულია.
- პატარა სტატია ბევრი ბმულებით უკეთესია, ვიდრე დიდი სტატია ცოტა ბმულებით.
- დიდი მოცულობის სტატია ადვილი წასაკითხი იქნება, თუ მოახდენთ მის სტრუქტურირებას - თავებად და ქვეთავებად დაყოფას.
- პატარა, არასრული სტატია უმჯობესია, ვიდრე არაფერი.
- დაწერეთ სტატია იმ თემაზე, რომელიც უკეთ იცით ან გაინტერესებთ.
- შეადგინეთ სტატიის ესკიზი და შემდეგ ნელ-ნელა შეავსეთ სათანადო ინფორმაციით.
- მკითხველთა უმეტესობა თვალიერებისას ხედავს გვერდის მხოლოდ ზედა ნაწილს, ამიტომ შეეცადეთ გვერდი იყოს პირამიდული სტრუქტურის (სათაურები, ქვესათაურები და ა.შ.).
- განხილვის გვერდებზე კომენტარების განთავსებისას აუცილებლად მიუთითეთ თქვენი სახელი (ან ფსევდონიმი), ხოლო ძირითად გვერდზე ამის გაკეთება კატეგორიულად დაუშვებელია.
- შემჩნევისთანავე აუცილებლად შეასწორეთ სხვა სტატიაში სხვა რედაქტორის მიერ დაშვებული შეცდომა ან უზუსტობა.
- გამოიყენეთ ენათშორისი ბმულები.
- ყოველთვის შეამოწმეთ ანონიმი ავტორების მიერ შეტანილი ცვლილებები.
- ყურადღებით წაიკითხეთ სტილების სახელმძღვანელო - სტატიების გარკვეული ჯგუფისთვის სტილებია ჩამოყალიბებული (მაგ. ბიოგრაფიული სტატიები, თარიღების სტატიები და სხვა).