სამხრეთი პირენეები
ვიკიპედიიდან
სამხრეთ პირენეები (ფრ. Midi-Pyrenees, ოქც. Miegjorn-Pireneus) არის რეგიონი სამხრეთ საფრანგეთში, ესპანეთისა და პირენეების მთების სიახლოვეს. შედგება 8 დეპარტამენტისაგან: Ariege, Aveyron, Haute-Garonne, Hautes-Pyrenees, Gers, Lot, Tarn, Tarn-et-Garonne.
- ფართობი: 45,6 ათასი კვ.კმ. ტერიტორიით იგი საფრანგეთის ყველაზე დიდი რეგიონია
- მოსახლეობა – 2,4 მლნ.
- ქალაქები: ტულუზა, ტარბი, ოში, ალბი, მონტობანი, კაორი, როდესი, ფუა.