სარგის II
ვიკიპედიიდან
სარგის II ჯაყელი, სამცხის (მესხეთის) მმართველი 1306-1334, სამცხის სპასალარი, ბექა I-ის ძე. მამის მმართველობის დროს თავი გამოიჩინა რუმის თურქების შემოსევათა წინააღმდეგ ბრძოლაში. ქართველთა ლაშქარმა მისი მეთაურობით ვაშლოვანთან დაამარცხა თურქები, რომელთაც აზატ მოსე მეთაურობდა. მის დროს სამცხე აღმოსავლეთ საქართველოს მეფის მეშვეობით ემორჩილებოდა ილხანთა სახელმწიფოს.
ვახუშტის ცნობით, სარგის II-ს გიორგი V ბრწყინვალემ ათაბაგობა და ამირსპასალარობა უბოძა.