საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები
ვიკიპედიიდან
საქართველოს პირველი ეროვნული გუნდი შეიქმნა 1989 წელს, რომელმაც 12 სექტემბერს ქუთაისში საერთაშორისო მატჩი გამართა ზიმბაბვეს ნაკრებთან – 16:3. გუნდის პირველი მწვრთნელი იყო დავით კილასონია, პირველი კაპიტანი – ოლეგ ლიპარტელიანი. 1990 წელს მოეწყო მორაგბეთა ნაკრების პირველი ტურნე ზიმბაბვეში. 1991 წელს, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, ქართულმა კლუბებმა სსრკ ჩემპიონატი დატოვეს. 1992 წლის თებერვალში რაგბის საერთაშორისო საბჭომ საქართველოს რაგბის კავშირი 52-ე წევრად მიიღო. ერთი წლის შემდეგ საქართველოს ნაკრები პირველად ჩაება მსოფლიოს თასის გათამაშების შესარჩევ ტურნირში. საქართველოს რაგბის კავშირის ახალმა ხელმძღვანელობამ (პრეზიდენტი – ბიძინა გეგიძე) მიზნად დაისახა ამ ასპარეზობის ფინალურ ეტაპზე გასვლა. 1997 წელს ეროვნული ნაკრების მწვრთნელად დაინიშნა ფრანგი კლოდ სორელი. 2001 წელს საქართველოს ნაკრებმა მოიგო "ევროპის ერთა თასი", რითაც ოფიციალურად გახდა ევროპის მე-7 გუნდი. 2002 წლის 13 ოქტომბერს თბილისში, ეროვნულ სტადიონზე, საქართველოს ნაკრებმა დაამარცხა რუსეთის ნაკრები (17:13) და 2003 წლის მსოფლიოს თასის ფინალური ტურნირის საგზური მოიპოვა. მორაგბეთა ნაკრები პირველი ქართული გუნდია, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე იასპარეზა.
[რედაქტირება] მონაგარი
1989-2006:
85 თამაში (33 შინ, 42 გარეთ, 10 ნეიტრალურზე)
49 მოგება - 32 წაგება * 4 ფრე
ქულა 1959:1645, ლელო 236-183
[რედაქტირება] მწვრთნელები
- კილასონია, დავით
- ბენდიაშვილი, თემურ
- კავთელაშვილი, დუგლას
- მოდებაძე, გურამ
- სორელი, კლოდ
- ბურძგლა, მიხეილ
- ჭეიშვილი, მალხაზ
- ჩავლეიშვილი, დავით
- ნარიმანაშვილი, პაატა
[რედაქტირება] კაპიტნები
- ლიპარტელიანი, ოლეგ - 3
- ძაგნიძე, ნუგზარ - 7
- ხვედელიძე, ალეკო - 1
- ობოლაძე, დიმიტრი - 11
- ფხაკაძე, თამაზ - 1
- მჭედლიშვილი, ზურაბ - 11
- რაფავა, გია - 1
- ნადირაძე, ვანო - 1
- ლაბაძე ,გია - 2
- ცაბაძე, ლევან- 12
- ზედგინიძე, ილია - 29(აქტუალური)
- კაცაძე, ვასილ - 2
- ბოლღაშვილი, დავით - 2
- ხამაშურიძე, ბესიკ - 1
- ჯიმშელაძე, პავლე - 1