სეზარი
ვიკიპედიიდან
სეზარი, ფრანგული კინოპრემია. 1975 წელს ჟორჟ კრავენმა დააარსა კინოხელოვნებისა და ტექნიკის აკადემია, რომლის მიზანი იყო კინემატოგრაფიაში მოღვაწე გამოჩენილი პირების დაჯილდოება, რათა ამერიკულ ოსკარს ფრანგული ანალოგი გასჩენოდა. 1976 წლის 3 აპრილს გაიმართა სეზარის გადაცემის პირველ ცერემონიალი, რომელსაც ჟან გაბენი თავმჯდომარეობდა. სახელწოდება მომდინარეობს მოქანდაკე სეზარ ბალდაჩინისაგან. ეს უკანასკნელი ავტორია იმ ქანდაკებისა, რომელსაც გამარჯვებულებს გადასცემენ. სეზარის გადაცემის ცერემონიალი იმართება პარიზში, შატელეს თეატრში, თებერვლის თვეში.