სიკოკუ
ვიკიპედიიდან
სიკოკუ (იაპ. 四国, "ოთხი პროვინცია") ყველაზე მცირე და ნაკლებ დასახლებული კუნძულია იაპონიაში. მისი უძველესი სახელებია "ლიო-ნო-ფუტანა-შიმა" (იაპ. 伊予之二名島), "ლიო-შიმა" (伊予島), და "ფუტანა-შიმა" (二名島). თანამედროვე სახელწოდება მიუთითებს ოთხ ძველ პროვინციაზე, რომელიც კუნძულს შეადგენდა: ავა, ლიო, სანუკი, და ტოსა.
სიკოკუს რეგიონი, შედგება რა შიკოკუსა და მიმდებარე მცირე კუნძულებისგან, ფარავს დაახლოებით 18,800კმ² და ოთხი პრეფექტურისგან შედგება: ეჰიმე, კაგავა, კოჩი და ტოკუშიმა. ის ჰონსიუს უერთდება ბორანით და ჰაერით, 1988 წლიდან კი დიდი სეტოს ხიდების ქსელით. ხიდების კომპლექსის დასრულებამდე რეგიონი იზოლირებული იყო დანარჩენი იაპონიისგან და უფრო თავისუფალი მოძრაობა ჰონიუსა და შიკოკუს შორის გარანტია უნდა ყოფილიგო ეკონომიკური განვითარების დაჩქარებისთვის, რომლის მატერიალიზაცია ჯერ ვერ მოხერხდა.
მთაგრეხილების სერია კუნძულს ვიწრო ჩრდილო სუბ-რეგიონად და სამხრეთ ნაწილად ჰყოფს. კუნძულის 4.5 მილიონი მოსახლის უმეტესობა ჩრდილო ნაწილში ცხოვრობს, და ასევე ერთის გარდა ყველა ქალაქიც ამავე რეგიონშია. მთა იშიზუჩი (იაპ. 石鎚山) ეჰიმეში (1982 მ) კუნძულის უდიდესი მწვერვალია. ინდუსტრია საკმაოდ განვითარებულია და მოიცავს სპილენძის დამუშავებას ბაშის მაღაროებიდან. მიწა ინტენსიურადაა გამოყენებული. სამხრეთის ველები დათესილია ბრინჯით, რომელსაც ზამთარში ხორბლითა და წიწიბურით ანაცვლებენ. ჩრდილო ნაწილში მრავალი სახი ხილი მოჰყავთ, მათ შორის ციტრუსები, ხურმა, ატამი და ყურძენი. ხორბლის წარმოების დაწყების შემდეგ უდონი (讃岐うどん) კაგავას პრეფექტურის (ყოფილი სანუკის პროვინცია) მოსახლეობის საკვების მნიშვნელოვანი ნაწილი გახდა ედოს პერიოდში.
შიკოკუს სამხრეთი რეგიონი მთაგორიანია და ამგვარად ნაკლებად დასახლებულია. ერთადერთი შედარებით დიდი დაბლობი კოჩის გავაკებაა, სადაც პრეფექტურის დედაქალაქი მდებარეობს. რეგიონის რბილმა ზამთარმა განაპირობა სასათბურე მეურნეობის განვითარება. რბილი ჰავის გამო შესაძლებელია ბრინჯის ორი მოსავლის მოყვანა წელიწადში. ტყის მასიური საფარის წყალობით ასევე განვითარდა ქაღალდის წარმოება და ჰიდროელექტრო სადგურები.
შიკოკუ ასევე ცნობილია 88-ტაძრის პილგრიმობით, რომელიც მოძღვარ კუკაის უკავშირდება.
[რედაქტირება] იხ. აგრეთვე
- იაპონიის გეოგრაფია
- იაპონიის რეგიონები