ჰონსიუ
ვიკიპედიიდან
ჰონსიუ (იაპ. 本州) არის იაპონიის ყველაზე დიდი, მთავარი კუნძული. მდებარეობს ჰოკაიდოს სამხრეთით ცუგარუს სრუტის გასწვრივ, სიკოკუს ჩრდილოეთით შუა ზღვის გასწვრივ, და ჩრდილო-აღმოსავლეთით კიუსიუდან კანმონის სრუტის გასწვრივ. სიდიდით მეშვიდე კუნძულია და მეორეა მოსახლოების სიმჭიდროვით ჯავას შემდეგ (იხ. კუნძულების სია ფართობის მიხედვით).
კუნძული დაახ. 1300 კმ-ია სიგრძეში, ხოლო სიგანეში მერყეობს 50-230 კმ-ს შორის. მისი საერთო ფართობია 230.500 კმ² და შეადგენს იაპონიის საერთო ტერიტორიის 60%-ს. ფართობით ის ბრიტანეთის კუნძულს აღემატება. ჰონსიუს 5450 კმ სიგრძის სანაპირო აქვს.
მთაგორიან და ვულკანურ კუნძულს ხშირი მიწისძვრები ახასიათებს (დიდი კანტოს მიწისძვრამ ძლიერ დააზიანა ტოკიო 1923 წლის სექტემბერში); მისი უმაღლესი პიკია აქტიური ვულკანური მთა ფუჯი (3.776 მ). კუნძულზე მრავალი მდინარეა, მათ შორის შინარო - ყველაზე გრძელი იაპონიაში. კლიმატი მერყეობს ცივი ჩრდილოეთიდან სუბტროპიკულ სამხრეთამდე.
მოსახლეობა შეადგენს 98.352.000 ადამიანს, ძირითადი კონცენტრაციით დაბლობებზე, განსაკუთრებით კი კანტოს გავაკებაზე, სადაც მთელი მოსახლეობის 25% სახლობს ტოკიოსა და იოკოჰამას შემოგარენში. კუნძულის სხვა ქალაქებია კიოტო, ოსაკა, კობე, ჰიროსიმა, სენდაი და ნაგოია. კუნძული ნომინალურად ხუთ რეგიონად არის დაყოფილი და მოიცავს 34 პრეფექტურას, ტოკიოს მეტროპლიის ჩათვლით.