სიყვარულის სამკუთხედი
ვიკიპედიიდან
სიყვარულის სამკუთხედი მიუთითებს რომანტიულ ურთიერთობაზე სამ ადამიანს შორის. მასში შეიძლება მოიაზრებოდეს ორი ადამიანიც, რომლებიც დამოუკიდებლად რომანტიულად მესამე ადამიანთან არიან დაკავშირებული, მაგრამ, როგორც წესი, ამ სამკუთხედში სამივე ადამიანს გარკვეული ურთიერთობა აქვს დანარჩენ ორთან. ეს ურთიერთობა შეიძლება იყოს მეგობრობა, რომანტიული, ძმური/ნათესაური, ან კიდევ მტრული.
ტერმინი "სიყვარულის სამკუთხედი" თითქმის ყოველთვის გულისხმობს, რომ ამგვარი ურთიერთობა მიუღებელია სამიდან ერთ-ერთისთვის მაინც. იმ შემთხვევაში, სადაც სამივე მონაწილე თანახმაა ამგვარ ურთიერთობაზე, მას ხშირად პოლიამორიულს უწოდებენ, თუმცა პოლიამორია როგორც წესი სექსუალურ ურთიერთობაზე მიუთითებს. მონოგამიის კონტექსტში, სიყვარულის სამკუთხედი განწირულია არასტაბილურობისთვის.
ფრანგული ტერმინი "ménage à trois" სხვაგვარ ურთიერთობაზე მიუთითებს და სიყვარულის სამკუთხედს არ ნიშნავს.
სიყვარულის სამკუთხედი ძალზედ პოპულარული თემაა მხატვრულ ლიტერატურაში და ხელოვნებაში, მათ შორის რომანებში, ოპერებში, რომანტიულ კომედიებში და პოპულარულ მუსიკაში.
ყველაზე განთქმული მაგალითი ინგლისურ ლიტერატურაში სიყვარული სამკუთხედის იყო მეფე ართურის, დედოფალი გინევერისა და მრგვალი მაგიდის რაინდის სერ ლანსელოტის ურთიერთობა. ლანსელოტი საფრანგეთიდან ჩამოვიდა ინგლისში ართურის სამეფო კარზე და საკუთარი გამჭრიახობით მალე მეფის ყველაზე ახლო მოკავშირე და მეგობარი გახდა. თუმცა ლანსელოტი გინევერით მოიხიბლა და ეს უკანასკნელი, თუმცა ართურიც გულწრფელად უყვარდა, ლანსელოტს დანებდა. დედოფლის ერთგულების გატეხვა ღალატის ტოლფასი იყო და ამ ურთიერთობას კამელოტის ჯანყი და ინგლისის დაყოფა მოჰყვა.
[რედაქტირება] იხ. ასევე
- სიყვარული
- სიყვარულის ოთხკუთხედი
- Ménage à trois
- მონოგამია
- პოლიგამია
- სამკუთხედი