Static Wikipedia February 2008 (no images)

aa - ab - af - ak - als - am - an - ang - ar - arc - as - ast - av - ay - az - ba - bar - bat_smg - bcl - be - be_x_old - bg - bh - bi - bm - bn - bo - bpy - br - bs - bug - bxr - ca - cbk_zam - cdo - ce - ceb - ch - cho - chr - chy - co - cr - crh - cs - csb - cu - cv - cy - da - de - diq - dsb - dv - dz - ee - el - eml - en - eo - es - et - eu - ext - fa - ff - fi - fiu_vro - fj - fo - fr - frp - fur - fy - ga - gan - gd - gl - glk - gn - got - gu - gv - ha - hak - haw - he - hi - hif - ho - hr - hsb - ht - hu - hy - hz - ia - id - ie - ig - ii - ik - ilo - io - is - it - iu - ja - jbo - jv - ka - kaa - kab - kg - ki - kj - kk - kl - km - kn - ko - kr - ks - ksh - ku - kv - kw - ky - la - lad - lb - lbe - lg - li - lij - lmo - ln - lo - lt - lv - map_bms - mdf - mg - mh - mi - mk - ml - mn - mo - mr - mt - mus - my - myv - mzn - na - nah - nap - nds - nds_nl - ne - new - ng - nl - nn - no - nov - nrm - nv - ny - oc - om - or - os - pa - pag - pam - pap - pdc - pi - pih - pl - pms - ps - pt - qu - quality - rm - rmy - rn - ro - roa_rup - roa_tara - ru - rw - sa - sah - sc - scn - sco - sd - se - sg - sh - si - simple - sk - sl - sm - sn - so - sr - srn - ss - st - stq - su - sv - sw - szl - ta - te - tet - tg - th - ti - tk - tl - tlh - tn - to - tpi - tr - ts - tt - tum - tw - ty - udm - ug - uk - ur - uz - ve - vec - vi - vls - vo - wa - war - wo - wuu - xal - xh - yi - yo - za - zea - zh - zh_classical - zh_min_nan - zh_yue - zu

Web Analytics
Cookie Policy Terms and Conditions სოჰო (ნიუ-იორკი) - ვიკიპედია

სოჰო (ნიუ-იორკი)

ვიკიპედიიდან

ტერმინს "სოჰო" აქვს სხვა მნიშვნელობებიც. იხილეთ: სოჰო
გრინის ქუჩის ჭედური არქიტექტურა.
გრინის ქუჩის ჭედური არქიტექტურა.

სოჰო (ინგ. SoHo, შემოკლება - South of Houston St., ანუ "ჰაუსტონის ქუჩის სამხრეთით") - ისტორიული უბანია მანჰეტენზე (ნიუ-იორკი) და მდებარეობს ჩრდილოეთით ჰაუსტონის ქუჩას, აღმოსავლეთით ლაფაიეტის ქუჩას, სამხრეთით კანალის ქუჩასა და დასავლეთით მე-6 ავენიუს შორის. სახელი ერთგვარი პაროდიაა ამავე სახელწოდების ლონდონის სავაჭრო უბანზე. პოპულარულ მოდურ უბნად გადაქცევამდე სოჰო ნიუ-იორკში ცნობილი იყო როგორც სამჭედლო უბანი (Cast Iron District).

სოჰოს მეზობელი უბნებია:

  • ჩრდილოეთით: გრინვიჩ-ვილიჯი და ნოჰო (ამ ბოლოს, როგორც უბნის, არსებობა საკამათოა).
  • აღმოსავლეთით: ლიტლ-იტალი, ნოლიტა და ქვემო ისტ-საიდი
  • სამხრეთით: ჩაინატაუნი

[რედაქტირება] ისტორიული უბანი

ხედი მსოფლიო სავაჭრო ცენტრზე სოჰოს ერთ-ერთი ქუჩიდან, 1980.
ხედი მსოფლიო სავაჭრო ცენტრზე სოჰოს ერთ-ერთი ქუჩიდან, 1980.

ის რასაც დღეს სოჰო წარმოადგენს ადრე იყო ორი უზარმაზარი რამპებზე შემდგარი გზატკეცილი, რომელიც ქვემო მანჰეტენის ექსპრესუის (ჩქაროსნული გზატკეცილი) უერთდებოდა. ამ გზატკეცილის მიზანი იყო შეექმნა საავტომობილო და სატვირთო გამჭოლი ავტოსტრადა, რომელიც მანჰეტენს უილიამსბურგის ხიდთან შეაერთებდა აღმოსავლეთით და ჰოლანდიის გვირაბთან დასავლეთით. უბანი გამოირჩევა მის შენობათა ჭედური არქიტექტურით, რომელთა უმრავლესობა მე-19 საუკუნით თარიღდება. ამ შენობებში თავდაპირველად საწყობები და ქარხნები იყო განლაგებული. ერთ დროს ყველა ქუჩა ქვით მოკირწლული იყო, თუმცა ბოლო დროს ჰოვარდისა და ვუსტერის ქუჩებს გარდა ყველას ასფალტის საფარი აქვს გადაკრული.

გრანდიოზული პენსილვანიის სადგურის დანგრევით გაოგნებული ახალგაზრდა ისტორიული პრეზერვაციის მოძრაობისა და არქიტექტურულ კრიტიკოსთა ჯგუფმა სხვა ისტორიულ სტრუქტურათა განადგურების შიშით ქალაქის წინააღმდეგ დიდი საპროტესტო კამპანია წამოიწყო. მე-19 საუკუნის ჭედური არქიტექტურის სტრუქტურათა უმრავლესობა დაკარგვის პირას იყო, ვინაიდან იმ პერიოდში საზოგადოების მიერ ისინი ღირებულად არ აღიქმებოდა.

ვინაიდან უბანი ძირითადად არარეზიდენციული იყო აქ ბინის დაქირავება საკმაოდ იაფი ჯდებოდა, რაც იზიდავდა ხელმოკლე მხატვრებსა თუ სხვა ქალაქებიდან ჩამოსულ ხელოვან სტუდენტებს. დღითიდღე ხელოვანთა მოსახლეობა ამ უბანში საკმაოდ გაიზარდა, თუმცა ქალაქმა თავდაპირველად გარკვეული ზომები მიიღო ამ ტენდენციის ჩასახშობად, ვინაიდან აქ მდებარე შენობები სახცოვრებელი ფართისთვის განკუთვნილი არ იყო და ასევე იმ მოსაზრებით, რომ ერთ-დროს ნიუ-იორკში დაბრუნებულ წარმოებებს სამუშაო ფართი შესაძლოა ისევ დასჭირვებოდათ.

მრავალმხრივი ზეწოლის შედეგად ქალაქის მმართველობამ საბოლოოდ დათმო ჭედური უბნის ინდუსტრიული ფართი და არემარემ ისტორიული სახელწოდება ”სოჰო” მიიღო.

უბნის პოპულარობა ხელოვნთა წრეში 1960-70-იანი წლებიდან დაიწყო. ყოფილი ქარხნების შენობების ფართი საკმაოდ იაფი იყო, ხოლო მათი გადაკეთება სამუშაო სტუდიოდ კი საკმაოდ ადვილი. სოჰოს ბინები ხელოვანთათვის განსაკუთრებით მომხიბლავი იყო მათი სივრცის, მაღალი ჭერის გამო. ამ პერიოდში, რომელმაც 1980-იანებამდე გასტანა სოჰოზე ცხოვრება საკმაოდ არაპრესტიჟული იყოც, ვინაიდან ინდუსტრიული და კომერციული დანიშნულების ფართი რეზიდენციულად ხელმოკლეობის გამო ხშირად კუსტარულად კეთდებოდა. თუმცა 1980-იანების დასაწყისში, უბნის სოციო-ეკონომიკური სტატუსი ელვის სისწრაფით გაიზარდა (ნიუ-იორკის სხვა ისტორიული უბნების მსგავსად). ამ ტენდენციის შედეგად სოჰოს მოაწყდა თითქმის ყველა ხელოვანი, რომელიც კი რაიმეს წარმოადგენდა იმ დროინდელი ამერიკის კულტურულ ცხოვრებაში; გაიხსნა გალერეები, ბუტიკები, რესტორნები, მათ კი ფეხდაფეხ ახალგაზრდა ქალაქელი სპეციალისტები მოჰყვნენ.

სოჰოს ადგილმდებარეობამ, ე.წ. ლოფტების საცხოვრებელ ფართად გამოყენების მომხიბლაობამ, მისმა არქიტექტურამ, და, ირონიულად, ჰიპურმა რეპუტაციამ, რომელიც ხელოვნათა სამოთხეს წარმოადგენდა, განაპირობა უბნის რადიკალური ტრანსფორმაცია. გენტრიფიკაციის ამგვარ პროცესს შემდგომში ”სოჰოს ეფექტი” დაერქვა და მან განმეორება აშშ-ის მრავალ სხვა ქალაქშიც ჰპოვა. 30-იოდე წლის წინ მიგდებული უბანი ღარიბი არტისტებისა და მცირე სახელოსნოებისთვის, სოჰო ამჟამად ერთ-ერთი უპოპულარესი ტურისტული მისამართია მათთვის, ვინც მოდურ (და ძვირ) ტანსაცმელსა და განუმეორებელ არქიტექტურას ეძებს.

სოჰოს ბუტიკები და რესტორნები ჩამწკრივებულია უბნის ჩრდილოეთ ნაწილში, ბროდვეის, პრინცისა და სპრინგის ქუჩებზე. ამ ქუჩების ტროტუარები, როგორც წესი, გაჭედილია ტურისტებითა და ქუჩაში ნახატებისა და სხვა ნამუშევართა გამყიდვლებით, რაც მათ თითქმის გაუვალს ხდის. უბნის სამხრეთი ნაწილი, გრანდისა და კანალის ქუჩების გასწვრივ კვლავაც ინარჩუნებს სოჰოს ადრეული დღეების ელფერს და შესამჩნევად უფრო ნაკლებად ფერადოვანი და დატვირთულია ვინემ ჩრდილოეთი ნაწილი. აქ ზოგიერთმა მცირე ფაბრიკამ დღემდეც მოახერხა მოღწევა. კანალის ქუჩა სოჰოს სამხრეთ საზღვართან მკვეთრ კონტრასტშია ამ უბნის ზემო ფეშენებელურ სავაჭრო ნაწილთან და ძირითადად ტანსაცმილისა და იუველირის ნაწარმის იაფფასიანი იმიტაციებით გამყიდველი კიოსკებით არის დაკავებული.

[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში

მანჰეტენის უბნები (ნიუ-იორკი)

ალფაბეტ სიტი · ანსონია · ბატერი პარკ სიტი · ბოვერი · ჩელსი · ჩაინატაუნი · დაიმონდ დისტრიქტი · ისტ ვილიჯი · ფაინენშიალ დისტრიქტი · ფლატირონ დისტრიქტი · გარმენტ დისტრიქტი · გრამერსი · გრინვიჩ ვილიჯი · ჰამილტონ ჰაიტსი · ჰარლემი · ჰელს კიჩენი · ჰადსონ ჰაიტსი · ინვუდი · კიპს ბეი · კორიათაუნი · ლიტლ იტალი · ქვემო ისტ საიდი · ქვემო მანჰეტენი · მანჰეტენვილი · მარბლ ჰილი · მიდთაუნი · მიტპაკინგ დისტრიქტი · მორნინგსაიდ ჰაიტსი · მიურეი ჰილი · ნოჰო · ნოლიტა · რუზველტ აილენდი · სოჰო · ესპანური ჰარლემი · სტაივესან ტაუნი · ტენდერლოინი · ტაიმს-სქვერი · ტრიბეკა · ტარტლ ბეი · ზემო ისტ საიდი · ზემო ვესტ საიდი · ვაშინგტონ ჰაიტსი · ვესტ ვილიჯი · იორკვილი

Static Wikipedia 2008 (no images)

aa - ab - af - ak - als - am - an - ang - ar - arc - as - ast - av - ay - az - ba - bar - bat_smg - bcl - be - be_x_old - bg - bh - bi - bm - bn - bo - bpy - br - bs - bug - bxr - ca - cbk_zam - cdo - ce - ceb - ch - cho - chr - chy - co - cr - crh - cs - csb - cu - cv - cy - da - de - diq - dsb - dv - dz - ee - el - eml - en - eo - es - et - eu - ext - fa - ff - fi - fiu_vro - fj - fo - fr - frp - fur - fy - ga - gan - gd - gl - glk - gn - got - gu - gv - ha - hak - haw - he - hi - hif - ho - hr - hsb - ht - hu - hy - hz - ia - id - ie - ig - ii - ik - ilo - io - is - it - iu - ja - jbo - jv - ka - kaa - kab - kg - ki - kj - kk - kl - km - kn - ko - kr - ks - ksh - ku - kv - kw - ky - la - lad - lb - lbe - lg - li - lij - lmo - ln - lo - lt - lv - map_bms - mdf - mg - mh - mi - mk - ml - mn - mo - mr - mt - mus - my - myv - mzn - na - nah - nap - nds - nds_nl - ne - new - ng - nl - nn - no - nov - nrm - nv - ny - oc - om - or - os - pa - pag - pam - pap - pdc - pi - pih - pl - pms - ps - pt - qu - quality - rm - rmy - rn - ro - roa_rup - roa_tara - ru - rw - sa - sah - sc - scn - sco - sd - se - sg - sh - si - simple - sk - sl - sm - sn - so - sr - srn - ss - st - stq - su - sv - sw - szl - ta - te - tet - tg - th - ti - tk - tl - tlh - tn - to - tpi - tr - ts - tt - tum - tw - ty - udm - ug - uk - ur - uz - ve - vec - vi - vls - vo - wa - war - wo - wuu - xal - xh - yi - yo - za - zea - zh - zh_classical - zh_min_nan - zh_yue - zu -

Static Wikipedia 2007 (no images)

aa - ab - af - ak - als - am - an - ang - ar - arc - as - ast - av - ay - az - ba - bar - bat_smg - bcl - be - be_x_old - bg - bh - bi - bm - bn - bo - bpy - br - bs - bug - bxr - ca - cbk_zam - cdo - ce - ceb - ch - cho - chr - chy - co - cr - crh - cs - csb - cu - cv - cy - da - de - diq - dsb - dv - dz - ee - el - eml - en - eo - es - et - eu - ext - fa - ff - fi - fiu_vro - fj - fo - fr - frp - fur - fy - ga - gan - gd - gl - glk - gn - got - gu - gv - ha - hak - haw - he - hi - hif - ho - hr - hsb - ht - hu - hy - hz - ia - id - ie - ig - ii - ik - ilo - io - is - it - iu - ja - jbo - jv - ka - kaa - kab - kg - ki - kj - kk - kl - km - kn - ko - kr - ks - ksh - ku - kv - kw - ky - la - lad - lb - lbe - lg - li - lij - lmo - ln - lo - lt - lv - map_bms - mdf - mg - mh - mi - mk - ml - mn - mo - mr - mt - mus - my - myv - mzn - na - nah - nap - nds - nds_nl - ne - new - ng - nl - nn - no - nov - nrm - nv - ny - oc - om - or - os - pa - pag - pam - pap - pdc - pi - pih - pl - pms - ps - pt - qu - quality - rm - rmy - rn - ro - roa_rup - roa_tara - ru - rw - sa - sah - sc - scn - sco - sd - se - sg - sh - si - simple - sk - sl - sm - sn - so - sr - srn - ss - st - stq - su - sv - sw - szl - ta - te - tet - tg - th - ti - tk - tl - tlh - tn - to - tpi - tr - ts - tt - tum - tw - ty - udm - ug - uk - ur - uz - ve - vec - vi - vls - vo - wa - war - wo - wuu - xal - xh - yi - yo - za - zea - zh - zh_classical - zh_min_nan - zh_yue - zu -

Static Wikipedia 2006 (no images)

aa - ab - af - ak - als - am - an - ang - ar - arc - as - ast - av - ay - az - ba - bar - bat_smg - bcl - be - be_x_old - bg - bh - bi - bm - bn - bo - bpy - br - bs - bug - bxr - ca - cbk_zam - cdo - ce - ceb - ch - cho - chr - chy - co - cr - crh - cs - csb - cu - cv - cy - da - de - diq - dsb - dv - dz - ee - el - eml - eo - es - et - eu - ext - fa - ff - fi - fiu_vro - fj - fo - fr - frp - fur - fy - ga - gan - gd - gl - glk - gn - got - gu - gv - ha - hak - haw - he - hi - hif - ho - hr - hsb - ht - hu - hy - hz - ia - id - ie - ig - ii - ik - ilo - io - is - it - iu - ja - jbo - jv - ka - kaa - kab - kg - ki - kj - kk - kl - km - kn - ko - kr - ks - ksh - ku - kv - kw - ky - la - lad - lb - lbe - lg - li - lij - lmo - ln - lo - lt - lv - map_bms - mdf - mg - mh - mi - mk - ml - mn - mo - mr - mt - mus - my - myv - mzn - na - nah - nap - nds - nds_nl - ne - new - ng - nl - nn - no - nov - nrm - nv - ny - oc - om - or - os - pa - pag - pam - pap - pdc - pi - pih - pl - pms - ps - pt - qu - quality - rm - rmy - rn - ro - roa_rup - roa_tara - ru - rw - sa - sah - sc - scn - sco - sd - se - sg - sh - si - simple - sk - sl - sm - sn - so - sr - srn - ss - st - stq - su - sv - sw - szl - ta - te - tet - tg - th - ti - tk - tl - tlh - tn - to - tpi - tr - ts - tt - tum - tw - ty - udm - ug - uk - ur - uz - ve - vec - vi - vls - vo - wa - war - wo - wuu - xal - xh - yi - yo - za - zea - zh - zh_classical - zh_min_nan - zh_yue - zu