სულელი წვიმა
ვიკიპედიიდან
”სულელი წვიმა” ლელა წურწუმიას ყველაზე პოპულარული ალბომია. მასზე მუშაობა ლელა წურწუმიამ 2003 წელს დაიწყო. მთელი ამ ხნის მანძილზე ლელა ცნობილ კომპოზიტორებთან მუშაობდა: რუსა მორჩილაძე, ნატო გელაშვილი, ავთო ბადუაშვილი, მაია კაჭკაჭიშვილი, გიგა კუხიანიძე და ა. შ. ალბომში შესული სიმღერები ”სანოსა” და ”სტუდია თბილისში” ჩაიწერა. დიზაინზე თავად ლელა წურწუმიამ იზრუნა. სპეციალურად ალბომისათვის ჩატარდა ფოტოსესია, რომლის ფოტოებიც ცნობილ ფოტოგრაფ გია ჯაველიძეს ეკუთვნის. რაც შეეხება ალბომის ყდას, აუდიო კასეტასა და CD-დისკს, ყველაფერი ეს მოსკოვში, უმაღლესი დონის სტუდიაში დამზადდა. კომპოზიტორთა, მუსიკოსთა, ფოტოგრაფთა, დიზაინერთა, ხმის ჩამწერი სტუდიების, პროდიუსერია და რაც მთავარია ლელა წურწუმიას 1 წლიანმა შრომამ შედეგი გამოიღო და 2004 წელს მსმენელს ალბომის I ნაწილის, ხოლო 6 თვის შემდეგ ”სულელი წვიმის” სრული ვერსიის მოსმენის შესაძლებლობა მიეცა. ”ლელას მიერ გამოშვებული 6 ალბომიდან ასეთი პოპულარული არცერთი არ ყოფილა”-განაცხადა კახა მამულაშვილმა. მართლაცდა, ალბომი დახლებიდან საოცარი სისწრაფით იყიდებოდა, მასში შესული სიმღერები სწრაფად იპყრობდა რადიო და ტელე ჰიტ-აღლუმებს. ალბომში შესულია ისეთი ცნობილი ჰიტები, როგორიცაა: ”ღამეა”, ”ვიხსენებ ყველაფერს თავიდან”, ”ვერხვები”, ”სულელი წვიმა” ”ზღვის სიმღერა”, ”თეთრი ქარავანი”, ”ჯადოსნური გამოცანა” და.ა.შ ალბომის საკონცერტო სახით პრეზენტაცია მოხდა 2004 წლის 7 დეკემბერს. მომღერალმა კვლავ სპორტის სასახლეში იხმო მაყურებელი. ამჯერად, შოუ გაცილებით მრავალფეროვანი, ლამაზი და საინტერესო გამოდგა, შესრულება იყო ნახევრად ცოცხალი, კონცერტს მიუხედავად ზამთრის საშინელი ყინვისა, 15 000 მაყურებელი დაესწრო და წარმატებით ჩაიარა. ”სულელი წვიმის” გამოსვლასა და მის არნახულ პოპულარობას მოჰყვა ამ ალბომის მხარდასაჭერი ტურნე საქართველოს მასშტაბით. ტურნეს ფარგლებში ლელამ სრული ანშლაგებით მოიარა კახეთის, ქართლის, იმერეთის, გურიის, სამეგრელოს დიდი ქალაქების სტადიონები და ტურნე აგვისტოში, ბათუმის უდიდეს სტადიონზე ჩატარებული გრანდიოზული შოუთი დასრულდა. მიუხედავად საშინელი თავსხმა წვიმისა, სტადიონზე ათასობით მაყურებელი დაესწრო ნახევრად-ცოცხალ კონცერტს რომლითაც ამ ალბომის მხარდასაჭერი ტურნე დასრულდა.
[რედაქტირება] სიმღერები
- სულელი წვიმა
- სიყვარულის დღე
- ძველი ვერხვები
- ზღვის სიმღერა
- Кто поймет
- უხერხული სიჩუმე
- დამიღამდა
- ღამის სიჩუმე გაფანტე
- მეგრული პოპური
- ღამეა
- ვიხსენებ ყველაფერს თავიდან
- ჯადოსნური გმოცანა
- ნისლისფრად თოვს
- თეთრი ქარავანი
- მე და შენ
”სტუდია თბილისი”, ფორმატი: CD, MC
- პროდიუსერი: კახა მამულაშვილი
- დიზაინი: ლელა წურწუმია
- ლეიბლი: არტ-იმედი
- ფოტო: გია ჯაველიძე