ტავტოლოგია
ვიკიპედიიდან
ტავტოლოგია (ბერძნ. tautologis<tautos - იგივე da logos - სიტყვა), ერთი და იმავე ცნების, აზრის ან გრძნობის გამოხატვა სხვა, აზრობრივად ახლო მდგომი სიტყვებით.
- პოეტურ ენაში ტავტოლოგია ვლინდება როგორც გამეორების ერთ-ერთი სახე, რომელიც აძლიერებს სიტყვის ემოციურ-მხატვრულ გამომსახველობით ღირსებას, ანიჭებს მას ესთეტიკურ მნიშვნელობას. საერთოდ კი ტავტოლოგია ხასიათდება სიტყვათა უადგილო, უფუნქციო გამეორებით. მაგ., ტავტოლოგიურია გლახა ჭრიაშვილის მეტყველება ("გლეხთა განთავისეუფლების სცენები", ი. ჭავჭავაძე).
- ლოგიკაში - ლოგიკის ფორმალური ენის გამოსახულება, რომელიც ამ ენის ყოველ ინტერპრეტაციაში ჭეშმარიტი წინადადებაა. იგივეა, რაც ლოგიკის კანონი. ლოგიკურად ჭეშმარიტი წინადადება, ზოგადმართებული ფორმულა. ტრადიციულ ლოგიკაში - ისეთი შეცდომა განსაზღვრებაში, როდესაც განმსაზღვრელი იმეორებს განსაზღვრულს.
|
ეს ორაზროვნების თავიდან ასაცილებელი გვერდია. მასში მოცემულია ერთი და იმავე სახელწოდების რამდენიმე სტატიის სათაური უფრო დეტალურად. თუ ამ გვერდზე ვიკიპედიის ბმულის გავლით მოხვდით, ჩვენი რეკომენდაციაა დაუბრუნდეთ წინა გვერდს და შეასწოროთ ბმული ისე, რომ მან უფრო კონკრეტული სახელწოდების მქონე გვერდამდე მიგვიყვანოს.