ფადლა II
ვიკიპედიიდან
ფადლა II, კახეთის მთავარი (ქორეპისკოპოსი) 918-929. ეკუთვნოდა ბაგრატიონთა საგვარეულოს. ფადლა II-მ კახეთის სამთავროს დასავლეთ საზღვარზე ააგო ციხე ლოწობანი. მის დროს კახეთის სამთავროს შემოესია "საჯთა" სახლიდან გამოსული ერთ-ერთი არაბი ამირა. კახეთის სამთავროს გარეპოლიტიკური ვითარების გართულებით ისარგებლა ჰერეთის მთავარმა ადარნასე პატრიკმა და უკნა დაიბრუნა კახთა ქორეპისკოპოსის კვირიკე I-ისა და აფხაზთა მეფის კონსტანტინე III-ის მიერ მიტაცებული ჰერეთის ტერიტორიები (არიში, გავაზანი და ორჭობი). 922 ფადლა II დაეხმარა სომხეთის მეფეს აშოტ II ერკათს მეამბოხე უტის მოსეს წინააღმდეგ ბრძოლაში, თავისი მმართველობის ბოლო წლებში კი - აფხაზეთის მეფე გიორგი II-ს კონსტანტინე ბატონიშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში.