ფეხსახსრიანები
ვიკიპედიიდან
?ფეხსახსრიანები | ||||
---|---|---|---|---|
![]() მაქსიკური წითელმუხლა ტარანტული
Brachypelma smithi |
||||
კლასიფიკაცია | ||||
|
||||
მრავალსახეობა | ||||
დაახ. 1.5 მლნ. სახეობა. | ||||
|
||||
Arthropoda |
||||
|
||||
იხილეთ ტექსტი. |
ფეხსახსრიანები, ყველაზე მაღალგანვითარებულ და მრავალრიცხოვან უხერხემლო ცხოველთა ტიპი. აერთიანებს 1,5 მილიონამდე წყლის, ხმელეთისა და პარაზიტულ სახეობას, რომელთაც აქვთ დასეგმენტებული სხეული და დასახსრული კიდურები.
[რედაქტირება] ზოგადი აღწერა
ფეხსახსრიანების სხეული შედგება თავის, მკერდისა და მუცლის განყოფილებისაგან. თავი და მკერდი ხშირად შერწყმულია და წარმოიქმნება ე. წ. თავმკერდი. კიდურები ასრულებს სხვადასხვა (მოძრაობის, საკვების მოპოვებისა და დაქუცმაცების, სუნთქვის) ფუნქციას, მუცლის კიდურები უმეტესობას ატროფირებული აქვს. სხეული დაფარულია მკვრივი ქიტინოვანი კუტიკულით, რომელიც წარმოქმნის გარეგან ჩონჩხს – იცავს ცხოველს დაზიანებისა და გამოშრობისაგან.
ფეხსახსრიანების ზრდა დაკავშირებულია ქიტინოვანი საფარვლის პერიოდულ ცვლასთან (გაქუცვასთან). მაშინ, როცა ძველი კუტიკულა სცილდება და ახალი ჯერ კიდევ არ არის გამაგრებული, ზრდა ინტენსიურია. კუნთები განივზოლიანია და არ წარმოქმნის კან–კუნთოვან პარკს. ნერვული სისტემა რთულია, შედგება წყვილი თავის განგლიონისაგან, ხახის ირგვლივი კომისურებისა და მუცლის ნერვული ძეწკვისაგან. თავის ტვინი სამნაწილიანია: წინა, შუა და უკანა ტვინი. შემჩნეულია მუცლის ნერვული განგლიონების გაერთიანებაც. აქვთ რთული ფასეტური თვალები.
საჭმლის მომნელებელი სისტემა შედგება ექტოდერმული წინა, უკანა და ენტოდერმული შუა ნაწლავებისგან. შუა ნაწლავთან დაკავშირებულია საჭმლის მომნელებელი ჯირკვლების სადინარები. სუნთქვის სისტემა სხვადასხვანაირია: წყალში მცხოვრებნი სუნთქავენ ლაყუჩებით, ხმელეთის ფორმები – ფილტვებით, უმაღლესი განვითარების ხმელეთის ფეხსახსრიანები – ტრაქეებით. სისხლის მიმოქცევის სიტემა ღიაა, წარმოდგენილია ცენტრალური მფეთქავი ორგანოთი – გულით, რომელიც ნაწლავის ზემოთაა მოთავსებული. აქვთ მსხვილი სისხლძარღვები – არტერია და აორტა. გამომყოფი სისტემა კოქსალური, ანტენალური და მაქსილარული ჯირკვლებია. ხმელეთის ფორმებისა – მალპიგის მილები და ცხიმოვანი ქსოვილი. ცალსქესიანები არიან. კარგად აქვთ განვითარებული გამოხატული სქესობრივი დიმოფორმიზმი. ზოგჯერ პართენოგენეზურად მრავლდებიან. ემბრიონული განვითარება ხშირად მეტამორფოზით მიმდინარეობს.
ფეხსახსრიანების ცხოვრების ნირი მეტად მრავალფეროვანია. უმაღლესი განვითარების ფეხსახსრიანებს (ფუტკრები, ჭიანჭველები) ახასიათებთ საკმაოდ რთული ინსტინქტები. ბევრი სასარგებლოა (ფუტკარი, აბრეშუმია ჭია და სხვ.). მწერების დიდი რაოდენობა ტყის (ლაფნიჭამია, ხერხიები), ჩაის, ციტრუსებისა და ვაზის (ცრუფარიანები, ფილოქსერა), მარცვლოვან მცენარეთა (სწორფრთიანები, ხოჭოები), ხილისა და ბოსტნეულის და სხვ. მავნებელია, ზოგი ავრცელებს ადამიანის და სასოფლო–სამეურნეო ცხოველების სხვადასხვა ინფექციურ დაავადებას (მუნის ტკიპა, ტილი, ბაღლინჯო, იქსოდისებრი ტკიპები) ან გადააქვს მალარია (კოღო ანოფელესი).
[რედაქტირება] ბიოლოგიური კლასიფიკაცია
ტრილობიტები (Trilobitomorpha) არის ძველი, პრეისტორიული, მრავალრიცხოვანი ზღვისცხოველთა კლასი, რომლებიც გადაშენდნენ გლობალური გადაშენების დროს (როდესაც გადაშენდნენ დინოზავრები და სხვა პრეისტორიული ცხოვველები).
ქლიცერიანები (Chelicerata) obobebis, tkipebisa da morielebis CaTvliT arian monaTesave organizmebi. isini xasiaTdebian patara marwuxebiT.
?მრავალფეხიანები (Myriapoda) comprise millipedes and centipedes and their relatives and have many body segments, each bearing one or two pairs of legs. They are sometimes grouped with the hexapods. ექვსფეხიანები და მრავალფეხიანები ხანდახან აერთიანებენ ერთ ჯგუფში Uniramia = ტრაქეებით მსუნთქავნი ?
?ექვსფეხიანები (Hexapoda) შეიცავს მწერებს and three small orders of insect-like animals with six thoracic legs. They are sometimes grouped with the myriapods, in a group called Uniramia, though genetic evidence tends to support a closer relationship between hexapods and crustaceans. ? Crustacea ლაყუჩით მსუნთქავნი ? კიბოსნაირები.