ფიზიკა
ვიკიპედიიდან
ფიზიკა არის მეცნიერება ბუნების შესახებ, რომელიც შეისწავლის მატერიალური სამყაროს ზოგად თვისებებს და კანონებს. ამ ზოგადობის გამო, ფიზიკა და მისი კანონები საფუძვლად უდევს მთელ ბუნებისმეტყველებას. მე–20 საუკუნემდე ფიზიკას ნატურფილოსოფიას უწოდებდნენ. შესასწავლი ობიექტების ტიპის მიხედვით ფიზიკა მრავალ დისციპლინად იყოფა. ფიზიკა გახდა ახალი იდეების წყარო, რომელთაც გარდაქმნეს თანამედროვე ტექნიკა: ბირთვული ენერგეტიკა, ქვანტური ელექტრონიკა, რადიოლოკაცია და ა.შ.
სექციების სია |
[რედაქტირება] ეტიმოლოგია
ტერმინი "ფიზიკა" ბერძნული წარმოშობისაა, φύσις (physis) ნიშნავს "ბუნებას" ან "სხეულს", ხოლო φυσικός (physikos) – "ბუნებრივს".
[რედაქტირება] ფიზიკის მეცნიერებათა სისტემა
[რედაქტირება] ფიზიკის დარგები
აკუსტიკა – ბირთვული ფიზიკა – ელექტროდინამიკა – თერმოდინამიკა – კვანტური მექანიკა – კინემატიკა – მაგნეტიზმი – მექანიკა – ოპტიკა – სტატიკა – ფარდობითობის თეორია
[რედაქტირება] მეცნიერებათაშორისი დისციპლინები
ასტროფიზიკა – ბიოფიზიკა – გეოფიზიკა – მათემატიკური ფიზიკა – ფიზიკური ქიმია
[რედაქტირება] მონათესავე მეცნიერებები
ბირთვული ელექტრონიკა – ბირთვული ენერგეტიკა – კოსმოსური ტექნოლოგია
[რედაქტირება] ფიზიკის ისტორია
უძველესი დროიდანვე დიდი იყო ადამიანის ინტერესი ბუნებისა და ბუნებრივი მოვლენების მიმართ: მას აინტერესებდა თუ რატომ ვარდებოდა მიწაზე სხეულები, რატომ ჰქონდა სხვადასხვა ნივთიერებებს სხვადასხვა თვისებები, რისგან შესდგებოდა დედამიწა და ციური სხეულები და ა.შ. იმ პერიოდში შეთხზული თეორიემის უმრავლესობა მცდარი იყო, ვინაიდან მხოლოდ ფილოსოფიურ ჭრილში იყო გააზრებული და არ იყო შემოწმებული სისტემური ექსპერიმენტული ხერხებით.
ფიზიკამ განვითარება დაიწყო ჩვენს წელთაღრიცხვამდე (დემოკრიტე, არქიმედე და სხვები). მე-17 საუკუნეში იქმნება კლასიკური მექანიკა (ი.ნიუტონი), ხოლო მე-19 საუკუნის ბოლოს დასრულდა კლასიკური ფიზიკის ფორმირება.
[რედაქტირება] ფიზიკის საერთო ცნებები და ტერმინები
ატომი – აჩქარება – ბგერა – გაზი – გამტარები – დენი – დრო – ელექტრობა – ელექტრონი – ელექტრული ველი – ენერგია – ველი – ვექტორი – მაგნიტური ველი – მასა – მიზიდულობა – მოლეკულა – მოძრაობა – მუხტი – მყარი სხეული – ნეიტრონი – პლაზმა – პროტონი – სითხე – სიმკვრივე – სიმძლავრე – სინათლე – სიჩქარე – ტალღა – ტემპერატურა – ფარდობითობა – ფიზიკური მუდმივა – ფიზიკური ერთეული – ძალა – ძაბვა – წინაღობა - ხახუნი
[რედაქტირება] ფიზიკის ძირითადი კანონები
თერმოდინამიკის კანონები – მიზიდულობის კანონი – მოძრაობის კანონი – ფარდობითობის კანონი
[რედაქტირება] გამოჩენილი ფიზიკოსები
აინშტაინი, ალბერტ – ამპერი, ანდრე მარი – ბეკერელი, ანტუან - ბორი, ნილს – დირაკი, პოლ – კიური, პიერ – კულონი, შარლ ოგიუსტენ – მაქსველი, ჯეიმზ კლარკ – ნიუტონი, ისააკ – პლანკი, მაქს – რენტგენი, ვილჰელმ კონრად – ფარადეი, მაიკლ – ჯოული, ჯეიმზ – ჰიუიგენსი, კრისტიან
იხ. სრული ნუსხა.
[რედაქტირება] ქართველი ფიზიკოსები
[რედაქტირება] ფიზიკის დაწესებულებები
- ფიზიკის ინსტიტუტი
- ფიზიკოსთა საერთაშორისო კავშირი
[რედაქტირება] იხილეთ აგრეთვე
- ფიზიკის კანონები
- ნობელის პრემიის ლაურეატები ფიზიკის დარგში
[რედაქტირება] ქართული რესურსები ინტერნეტში
რედ. ფიზიკის ზოგადი დარგები | |
აკუსტიკა | ბირთვული ფიზიკა | კლასიკური მექანიკა | ელექტროდინამიკა | თერმოდინამიკა | ელექტრომაგნეტიზმი | კვანტური მექანიკა | კინემატიკა | ნაწილაკების ფიზიკა | კვანტური ველების თეორია | ოპტიკა | სტატიკური მექანიკა | ფარდობითობის თეორია |