ფორორაკოსი
ვიკიპედიიდან
ფორორაკოსი (Phororhacos), ამომწყდარი მორბენალი ფრინველების გვარი ფორორაციდისებრთა ოჯახისა. ტანად მეტად დიდი (3 მ-მდე სიგრძის) ფრინველები იყვნენ. ჰქონდათ მასიური ქალა, მძლავრი ნისკარტი, კარგად განვითარებული ფეხები, რედუცირებული ფრთები. ფორორაკოსი მტაცებლები იყვნენ. გვარში 10-მდე სახეობა შედიოდა. ფორორაკოსის ნაშთები ცნობილია სამხრეთ ამერიკის (არგენტინის) ოლიგოცენური და პოლიოცენური ნალექებიდან.