შაბათი
ვიკიპედიიდან
შაბათი - კვირის დღე პარასკევსა და კვირადღეს შორის. ძველ რომაელებში ეს დღე ეძღვნებოდა ღვთაება სატურნს. ტრადიციის თანახმად, რომელიც იუდაიზმიდან მომდინარეობს, ეს კვირის ბოლო დღეა. ეს შეთანხმება ძალაში რჩება ისრაელსა და აშშ-ში, მაგრამ თანამედროვე ევროპაში მას განიხილავენ როგორც კვირის მე-6 დღეს. ქართულ ენაში, ისევე როგორც ბევრ ენაში, ამ დღის სახელწოდება მომდინარეობს იუდაისტური დღესასწაულის "შაბათის" სახელიდან.
[რედაქტირება] ცნობილი შაბათები
- დიდი შაბათი - ვნების კვირის დღე, როცა იესო დაკრძალეს.