შატ ალ-არაბი
ვიკიპედიიდან
შატ ალ-არაბი (არაბ.: شط العرب - "შატ ალ-'არაბ", სპარს.: اروندرود - "არავანდ რუდ") ეწოდება მდინარეების ტიგროსის და ევფრატის შეერთების შედეგად წარმოშობილ 170 კმ სიგრძის მდინარეს, რომელიც სპარსეთის ყურეს უერთდება. მდინარის ქვედა ნაწილი წარმოადგეს საზღვარს ირანსა და ერაყს შორის. შატ ალ-არაბს აღმოსავლეთიდან უერთდება მდ. ქარუნი. მდინარეზე 2 მნიშვნელოვანი პორტია: ბასრა (ერაყი) და აბადანი (ირანი).
1852 წელს უბედური შემთხვევის შედეგად შატ ალ-არაბში ჩაიძირა პარიზში მიმავალი სატრანსპორტო გემი, რომელიც სავსე იყო დურ შარუქინში გათხრების შედეგად მოპოვებული უნიკალური ექსპონატებით. ეს განძი სამუდამოდ დაიკარგა.