შერლოკ ჰოლმზის თავგადასავლები
ვიკიპედიიდან
შერლოკ ჰოლმსის თავგადასავლები - არტურ კონან დოილის ყველაზე ცნობილი დეტექტიური ჟანრის ნაწარმოები. ამ ციკლის პირველი ნოველა გამოვიდა 1887 წელს. შერლოკ ჰოლმსის პერსონაჟის პროტოტიპად აღებულია ექიმი ჟოზეფ ბელი, რომელიც დედუქციური მეთოდით გასაოცარ დასკვნებს აკეთებდა თავის პაციენტებზე და მათ დაავადებებზე, რამაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა დოილზე. ნაწარმოებებში ჰოლმსის განუყრელი კომპანიონია დოქტორი უოტსონი.