დეტექტივი
ვიკიპედიიდან
დეტექტივი (ინგლ. detective - მაძებარი < detect - გახსნა < ლათ. detectio - გახსნა), ნაწარმოები, სადაც აღწერილია საიდუმლოებით მოცულ მძიმე დანაშაულებათა გახსნის ამბავი, მაძებრის თავგადასავალი. დეტექტიური შეიძლება იყოს მოთხრობაც და რომანიც. დეტექტივში მკითხველს იზიდავს საინტერესო სიუჟეტური ქარგა, მოქმედების განვითარების დაძაბულობა, დადებით გმირთა ისეთი აუცილებელი თვისებები, როგორიცაა გამჭრიახი გონება, სიმამაცე, გამბედაობა. დრამატული ორთაბრძოლა ბოროტებასთან, რომელიც გამოწვეულია სოციალური მოტივებით.
დეტექტივის ცნობილი ავტორები არიან არტურ კონან დიოლი, აგატა კრისტი, ჟორჟ სიმენონი და ა.შ.