შვეიცარიელები
ვიკიპედიიდან
შვეიცარიელები - შვეიცარიის მოსახლეთა საერთო სახელი. მისი კომპონენტებია: გერმანო-შვეიცარიელები (4,22 მლნ), ფრანკო-შვეიცარიელები (1,16 მლნ), იტალო-შვეიცარიელები (230 ათ.) და რეტორომანელები (60 ათ.). ლაპარაკობენ შესაბამისად გერმანულ, ფრანგულ, იტალიურ და რეტორომანულ ენებზე.
- სახელები: ფრანგულად - Suisse; რუსულად - Швейцарцы.
- მორწმუნეები: პროტესტანტები (დიდი ნაწილი) და კათოლიკები (ძირითადად იტალო-შვეიცარიელები).