ჩიკაგო
ვიკიპედიიდან
გერბი | დროშა |
![]() |
სურათი:ChicagoSeal2.png |
ძირითადი მონაცემები | |
---|---|
რუქა: | US-IL-Chicago-Small.gif |
შტატი: | ილინოისი |
ქაუნთი: | კუკი |
ფართობი: | 606.1 კმ² |
მოსახლეობა: | 2,862,244 |
აგლომერაციის მოსახლეობა: | 9,391,515 (2004) |
მოსახლეობის სიმჭიდროვე: | {{{სიმჭიდროვე}}} |
დაფუძნების თარიღი: | 1795, სახელი 1833 |
სიმაღლე ზღვის დონიდან: | 179 მ |
სატელეფონო კოდი: | 312, 773 |
საფოსტო ინდექსი: | |
დროის სარტყელი: | UTC / GMT-6 |
ვებ-გვერდი: | http://egov.cityofchicago.org/ |
ავტომობილის სანომრე ნიშანი: | {{{სანომრე ნიშანი}}} |
მერი: | რიჩარდ დეილი |
ჩიკაგო (აცრ "მეორე ქალაქი" ან "ქარის ქალაქი", პოტავატომის ტომის ინდიელები, რომლებიც ამ ადგილას სახლობდნენ თეთრკანიანი ახალმოსახლეების გამოჩენამდე ამ ადგილას "ჩეეკაგუ"-ს უწოდებდნენ) - მოსახლეობით მესამე უდიდესი ქალაქი აშშ-ში ნიუ-იორკისა და ლოს-ანჟელესის შემდეგ. ჩიკაგო მდებარეობს შუა-დასავლეთის შტატ ილინოისში მიჩიგანის ტბის სამხრეთ-დასავლეთ სანაპიროს გასწვრივ. გარეუბნებსა და გარშემო მდებარე ქაუნთების ჩათვლით ჩიკაგოლენდის დიდი მეტროპოლია 10 მილიონამდე მოსახლეს ითვლის.
1833 წელს დაფუძნებული მცირე სასაზღვრო დასახლება ოლდ-ნორზვესტიდან ქალაქი გაიზარდა და განვითარდა მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან მეტროპოლიად და დღეს ჩიკაგო მსოფლიოს "ალფა" (ყველაზე გავლენიანი) ქალაქების ათეულშია. ჩიკაგო იყო ადგილი, სადაც მსოფლიოში პირველი ცათამბჯენი აშენდა და დღეისთვის იგი შუადასავლეთის ფინანსური, სატრანსპორტო და კულტურული დედაქალაქია. ქალაქი ასევე ცნობილია მისი ეთნიკური მრავალფეროვნებით. ჩიკაგოს ცათამბჯენები, ადგილობრივი სამზარეულო, პოლიტიკური ტრადიციები და სპროტული გუნდები მისი ყველაზე ცნობილი სიმბოლოებია.