ჩიკაგო სპაირი
ვიკიპედიიდან
ჩიკაგო სპაირი (Chicago Spire, ადრე ცნობილი როგორც Fordham Spire) — ამჟამად მშენებარე 150 სართულის ცათამბჯენი ჩიკაგოში, აშშ, რომელიც 2010 წელს უნდა დასრულდეს. მისი სიმაღლე გადამცემი ანძების გარეშე 2000 ფუტი უნდა გახდეს, რითაც ის გაუსწრებს ჩიკაგოს ამჟამინდელ უმაღლეს შენობას - სირს ტაუერს, ნიუ-იორკის მშენებარე ფრიდომ ტაუერსა და ტორონტოს ტელეანძას, რითაც ჩრდილოეთ ამერიკის ყველაზე მაღალი ნაგებობა გახდება. შენობაში 1300 საცხოვრებელი ბინა იქნება, თითეული $600.000-დან $5 მილიონამდე ეღირება.