წერეთელი, პაპუნა
ვიკიპედიიდან
პაპუნა ქაიხოსროს ძე წერეთელი (* 1740 ― † 1790), იმერეთის სამეფოს სამხედრო-პოლიტიკური მოღვაწე. "ზემო ქვეყნის", "ზემო მხარის" (ზემო იმერეთის) სარდალი, მოლარეთუხუცესი. სოლომონ I-ის პოლიტიკური მიმდევარი და მისი ერთგული თავადი. 1779 იყო იმერთა ჯარის "სპასალარი" რუხის ბრძოლაში. დიდი როლი შეასრულა დავით II გიორგის ძის გამეფებაში, შემდეგ ბერი წულუკიძესთან ერთად მეთაურობდა თავადთა იმ ჯგუფს, რომელმაც დავით გიორგის ძე ტახტიდან ჩამოაგდო და სოლომონ II-ის სახელით გაამეფა ტახტის პრედენდენტი დავით არჩილის ძე.