ხაზარები
ვიკიპედიიდან
ხაზარები – თურქულენოვანი ნახევრად მომთაბარე ხალხი თავდაპირველად ცენტრალური აზიიდან, რომლებმაც მე–7 საუკუნეში დამოუკიდებელი სახანო შექმნეს ჩრდილოეთ კავკასიაში. მე–10 საუკუნეში ხაზარების სახანოს დაცემის შემდეგ ხაზარებმა ასიმილაცია განიცადეს სხვადასხვა ადგილობრივ ხალხებთან.