ჯავა (დაბა)
ვიკიპედიიდან
ჯავა - დაბა, ჯავის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე. მდებარეობს ჯავის ქედის სამხრეთ კალთაზე, დიდი ლიახვის ხეობაში, ზღვის დონიდან 1040 მ სიმაღლეზე, ქალაქ ცხინვალიდან დაშორებულია 22 კმ-ით. ჯავა ადგილობრივი მნიშვნელობის ბალნეოლოგიურ-კლიმატური კურორტია. ძირითადი სამკურნალო ფაქტორია მინერალური წყალი “ძაუ”. დაბაში არის ადმინისტრაციული, კულტურის, განათლების და ჯანდაცვის (ბალნეოლოგიური დაწესებულებები) ობიექტები, მცირე საწარმოები.